ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებით 5 თეთრით გამყარდა და 18 იანვრისთვის, მისი ყიდვის ფასი 2,6543 ლარი გახდა.

ასევე, ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებითაც და ერთი ევროს ღირებულება ახალი კურსით, 2,8335 ლარია. 17 იანვრის კურსით მისი ფასი 2,8695 ლარი იყო.