რატომ ვერ დაბრუნდება Westworld მეორე სეზონით 2018 წლამდე?
2016 წელი HBO-სთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ წელს დაიწყო კომპანიამ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი Westworld, რომელმაც სატელევიზიო შოუების ყველა წამყვანი დაჯილდოების პრიზი ან ნომინაცია მაინც მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალის პირველი სეზონი HBO-ს ისტორიაში შევიდა, როგორც შოუების ყველაზე ყურებადი პირველი სეზონი არხის არსებობის განმავლობაში.
სერიალის შემქმნელები ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი კი 2017 წლის Writers Guild Award-ზე, საუკეთესო სცენარისტების კატეგორიაში არიან ნომინირებულები და სავარაუდოდ ამ ჯილდოს მიიღებენ კიდევაც.
Westworld-ის ფინალური სერია ეთერში 4 დეკემბერს გავიდა, გულშემატკივრები კი დიდი მოლოდინით ელიან ახალი სეზონის დაწყებას, თუმცა როგორც გაირკვა, HBO ბრწყინვალე სერიალს მხოლოდ და მხოლოდ 2018 წელს დააბრუნებს ეკრანზე, ამის მიზეზი კი გადაღებების დროს წარმოქმნილი სირთულეებია.
"ეთერში 2018 წლამდე არ ვიქნებით. პირველი სეზონის მეორე ეპიზოდის გადაღებისას დავიწყეთ ქსელთან [HBO] მოლაპარაკება და მივხვდით, რამდენად რთულია ერთდროულად წერდე, აკეთებდე შოუს და მის გადაღებებსაც აწარმოებდე. ჩვენ ორივე [იგულისხმება შოუს შემქმნელები ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი] ვმუშაობთ კინოს ბიზნესშიც და საუკეთესო რამ, რისი იმედიც ფრენჩაიზზე მუშაობის დროს შეიძლება გქონდეს, არის ორ ან სამ წელიწადში სხვა ნაწილის გადაღება. ასე რომ, ამ ახალი განრიგის მიხედვით, ჩვენი საქმე დიდებულად არის." - ამბობს შოუს ერთ-ერთი შემქმნელი ჯონათან ნოლანი Variety-სთან ინტერვიუში.
კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდეთ შოუს მეორე სეზონისგან ლიზა ჯოი პასუხობს, რომ ახალი ნაწილი ძალიან საინტერესო და ამბიციურია.
"ჩვენ დავიწყეთ უკვე მეორე სეზონზე მუშაობა, რომელიც საკმაოდ ამბიციურია და სადაც მაყურებელს საკმაოდ ბევრი სიურპრიზი ელის. კარგად გავერთობით, მადლობა HBO-ს ასეთი შესაძლებლობებისთვის" - ამბობს ინტერვიუში ლიზა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სცენარისტებმა სერიალ დაკარგულების პრაქტიკა გამოიყენეს და მსახიობებს მხოლოდ გადაღების წინ აძლევდნენ სცენარს.
"მე და ლიზა მსახიობებს გადაღებების დროს ვაწვდიდით ინფორმაციას პერსონაჟების შესახებ, რადგან ამბავი რაც შეიძლება სუფთა და ნამდვილი ყოფილიყო. ზოგჯერ უფრო შორს წასვლაა საჭირო, რათა მსახიობი სათანადოდ იყოს აღჭურვილი." - ამბობს ნოლანი.
სტატიის შემდეგი ნაწილი შეიცავს სპიოლერს და თუ შოუ ჯერ არ გინახავთ გირჩევთ შეწყვიტოთ კითხვა.
სერიალის შემქმნელებმა ისაუბრეს ენტონი ჰოპკინსზე და მის პერსონაჟ რობერტ ფორდზეც.
"ენტონი ჰოპკინსთან მუშაობა ჩემი და ლიზას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრივილეგია იყო რაც კი აქამდე გვქონია, ეს იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება. მართალია ფორდი მკვდარია, მაგრამ ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი ისტორია" - ამბობს ნოლანი.
"რადგანაც სეზონის უმეტესი ნაწილი ფორდის განზრახვასა და მის გეგმაზე იყო ორიენტირებული, მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, ენტონი ჰოპკინსს თავიდანვე მიეღო მონაწილეობა საუბარში, სადაც განვიხილავდით, თუ როგორი იქნებოდა მისი სცენები ფინალურ სერიაში, რომელიც საბოლოოდ უნდა ყოფილიყო პროლოგი კიდევ უფრო დიდი ამბის დაწყების წინ, რომელსაც ჩვენ ვყვებით. ამ ნარატივში ფორდი ღმერთია, ღმერთის სიკვდილი კი ჩვენი ამბის დასაწყისია" - თქვა ინტერვიუს დროს ლიზამ.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები