ტროტუარებზე პარკირება ჯერ არ აკრძალულა - მერიაში საკითხზე ამ დრომდე მუშაობენ
დავით ნარმანია 2016 წლის ივნისში აცხადებდა, რომ თბილისის მერია ტროტუარზე პარკირებას, ალტერნატივის გარეშე, იმავე წლის სექტემბრიდან აკრძალავდა. პირობა ჯერ არ შესრულებულა, თუმცა როგორც მერიაში გვითხრეს, ამ საკითხზე მუშაობა კიდევ მიმდინარეობს:
"ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს მუშაობა ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების შეზღუდვის სქემაზე".
როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, 2014 წლიდან დღემდე ტროტუარებზე პარკირების 2200-მდე ადგილი 1 316-მდე შემცირდა, ხოლო ფეხბურთის ფედერაციის მიმდებარედ, ჭავჭავაძის 39-სა და 41-ში ტროტუარებზე გაკეთდა შეჭრები - ე.წ. ჯიბეები.
პარკირების პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერია ქალაქის მასშტაბით მინიმუმ 10 მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც საკონსულტაციო მომსახურებაზე დავალება უკვე გაცემულია.
მერიაში განგვიცხადეს, რომ შერჩეულია კონსულტანტი კომპანია PWC (პრაისვოთერ პაურსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი-ს ფილიალი საქართველოში), რომელიც უზრუნველყოფს სათანადო კვლევის ჩატარებას.
"კვლევის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონების ცენტრალური ქუჩები, სადაც უნდა შეირჩეს არანაკლებ 10 ერთეული მრავალდონიანი ავტოსადგომის ადგილი, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად" - აცხადებენ მერიაში.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ფარგლებში კომპანია PWC ვალდებულია განახორციელოს ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევის მიზანია დარგში არსებული მდგომარეობის, ტენდენციების აღწერა, ანალიზი და საჭიროებების დადგენა მრავალდონიანი ავტოსადგომების საუკეთესო ლოკაციების, ტექნიკური პარამეტრების და პროექტის კომერციული სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით. ლოკაციების განსაზღვრისას კონსულტანტმა უნდა ჩაატაროს გეოლოგიური კვლევა და ადგილმდებარეობის შესწავლა კომუნიკაციების დადგენის თვალსაზრისით.
2016 წლის 2 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირის ტროტუარზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, მძღოლი უკანა სვლით მოძრაობდა და ქალი ვერ შენიშნა.
აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირის ტროტუარებს მძღოლები ავტომობილის პარკინგისა და გადაადგილებისთვის ამ დრომდე თავისუფლად იყენებენ
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები