ძაღლების ჩხუბი - ქართული საზოგადოების ტესტი
ცხოველთა დაცვის რამდენიმე ათეულმა აქვისტმა, წუხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კიდევ ერთხელ გააპროტესტა საქართველოში სისხლიანი სანახაობის - ძაღლების ჩხუბის ფაქტი, რომელიც იატაკქვეშეთში არსებობის მიუხედავად, წლიდან წლამდე, სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს.
ამ არალეგალური ქსელის, შედარებით ორგანიზებული ნაწილი, ძაღლების ჩხუბში "საქართველოს ჩემპიონატსაც" კი აწყობს. აქვთ შემუშავებული "წესები", ჯიშებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით, ჰყავთ "მსაჯები", ბუქმეიქერები და რაც მთავარია, მაყურებელი, რომელიც მზად არის ძაღლის დასახიჩრებაზე ან სულაც სიკვდილზე, დიდი ფული მოიგოს. ფსონები 20 დოლარიდან იწყება და 20 000 დოლარამდეც კი ადის.
"ეროვნულ ჩემპიონატში" გამარჯვებული ძაღლები უფრო დიდი მოგების მიზნით, საჩხუბრად სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაშიც კი დაჰყავთ.
საპასუხოდ, უცხოელ "მეტოქეებს" თბილისის ზღვის მიდამოებში, მარტყოფში, საგარეჯოსა და სხვა, სპეციალურად შერჩეულ ადგილებში "მასპინძლობენ". სარფიანი ბიზნესია ასევე "ჩემპიონი" მებრძოლი ძაღლების შეჯვარება და ლეკვების გაყიდვა.
ამჯერად, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს აღშფოთების მიზეზი მესტიიდან მისცეს. იქაურმა მკვიდრმა საკუთარი ძაღლის ჩხუბისა და "გამარჯვების" ამსახველი, ჩხუბის უსასტიკესი ვიდეო, რომელსაც ასამდე მესტიელი დიდი აზარტით ადევნებდა თვალს, სიამაყით ატვირთა სოციალურ ქსელში. ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა ფაქტზე მოკვლევა დაეწყო.
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, რომ ამ სისასტიკესთან გამკლავება ქართული საზოგადოების ტესტია:
"ეს არის სისასტიკე, ამ ორგანიზებული ჩხუბის დროს, ძაღლები გლეჯენ ერთმანეთს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს სიკვდილით მთავრდება. გარდა ამისა, იმ ძაღლს, რომელმაც წააგო ჩხუბი, არ მოკვდა, მაგრამ ძლიერი დაზიანებები მიიღო, პატრონები ან თავად კლავენ, ან ქუჩაში აგდებენ უპატრონოდ. ასეთი დასახიჩრებული ძაღლები ბევრია, როგორც თბილისის ქუჩებში, ისე თავშესაფრებში.
ცალკე პრობლემაა, როდესაც ამ სასტიკ სანახაობაზე ბავშვები და ახალგაზრდობა დაჰყავთ, ამის შემდეგ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ და კომპლექსებით სავსე პიროვნებებს ვიღებთ ჩვენს საზოგადოებაში."
თბილისის საკრებულოს მიერ, 2015 წელს მიღებულ ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში პირდაპირ წერია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, ცხოველთა ბრძოლების გამართვა აკრძალულია. მსგავსი შეზღუდვებია საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების კანონმდებლობაშიც.
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი კი ცალსახად ამბობს, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად; არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ეს "მკვდარი" მუხლია, რადგან ძალღების ჩხუბის გამო დღემდე არავინ დასჯილა და პოლიციის რეაგირება მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. ისინი კანონმდებლოს გამკაცრებას მოითხოვენ.
ძაღლების ორგანიზებული ჩხუბის გარდა, უფლებადამცველთა თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მოჩხუბარ ძაღლს: პიტბულს, სტაფს ან კავკასიურ ნაგაზს, "უკეთ გაწვრთნის მიზნით", მიუსაფარ, უმწეო მეტისს მიუქსევენ და აგლეჯინებენ.
2016 წლის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო კანონპროექტი, „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ რომელიც „ცხოველთა გაწრთვნაზე ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ორთაბრძოლების ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღებასა და გავრცელებაზე, ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით შეგნებულად ფულის აღებაზე, ასევე საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენებაზე ორთაბრძოლების მოსაწყობად, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზებაზე, ჩატარებასა და პროპაგანდაზე“, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, თუმცა, მისი კანონად ქცევა მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ ამ კანოპროექტის განხილვა მეცხრე მოწვევის პარლამენტში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
"ყველას მოვუწოდებ, ვინც სადმე ნახავს ძაღლების ჩხუბის შემთხვევას, აუცილებლად მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს, ამ სისასტიკის მოყვარულთა 259-ე მუხლით დასჯა. ის, რომ ეს მუხლი არ მუშაობს ჩვენი, საზოგადოების გულგრილობის ბრალია" - ამბობს გუშინდელი საპროტესტო აქციის მონაწილე სოფიო ჯიბუტი.
თავის მხრივ, ფარ-ხმალს არც ძაღლების ჩხუბის ორგანიზატორები და მოყვარულები ყრიან. ბოლო წლებში, მათ რამდენჯერმე ჰქონდათ უშედეგო კომუნიკაცია ცხოველთა დამცველებთან, რათა კონსენსუსის საფუძველზე, არალეგალური და უკანონო სანახაობა, "ახალი დებულებისა და წესების" შემუშავების შემდეგ, ლეგალურ სპორტულ შეჯიბრად ქცეულიყო.
სასტიკი სანახაობის ორგანიზატორთა აზრით, ერთგული ძაღლის, მაგალითად, კავკასიური ნაგაზის ჩხუბი, აუცილებელია "ჯიშის გადარჩენისა და განვითარებისთვის". ამ "არგუმენტს", როგორც ვეტერინარებში, ისე საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიურ კავშირში - "აბსურდულს" უწოდებენ.
საქართველოში ძაღლების შერკინების ისტორიული ტრადიცია ნამდვილად არსებობდა, საუკუნეების წინ უძველესი ქართული ჯიშის - თართის ერთამენთზე დაჯახება ხდებოდა, ოღონდ, დომინანტი ხვადის გამოსავლენად, შემდგომი შეჯვარების და გამრავლების მიზნით.
არსებული სახით, ძაღლების ჩხუბი კი საქართველოში, გასული საუკუნის 80-იან წლებში, შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკებიდან გავრცელდა და ის, არალეგალურად, თბილისში, დიღმის მასივში, "ცხოველების ბაზრობის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები