ევროვიზია 2017: ეროვნული კონკურსის გამარჯვებული 20 იანვარს გამოვლინდება
ევროვიზიის რიგით 62-ე კონკურსი Eurovision Song Contest 2017 უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება. 9 და 11 მაისს ნახევარფინალები, ხოლო 13 მაისს ფინალური კონცერტი გაიმართება, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვიხილავთ.
ვიდრე 2017 წლის გამარჯვებულის ვინაობას გავიგებდეთ, ქართველ მსმენელს ჟიურის როლის მორგება და 25 ქართველი მომღერლიდან თუ მუსიკალური ჯგუფიდან, საუკეთესოს გამოვლენა მოუწევს. ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. გამარჯვებულს კი მაყურებელთან ერთად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
მაშ ასე, ეროვნულ კონკურსში მონაწილეობენ:
1. გიორგი ჩიქოვანი - Make it Right
გიორგი ჩიქოვანი მაყურებელს პროექტ ნუცას სკოლიდან ახსოვს, სადაც მან პირველი ადგილი მოიპოვა, ასევე მონაწილეობდა პროექტებში ახალი ხმა და ორი ვარსკვლავი.
2. ბრენდონ სტოუნი და ეთერ ბერიაშვილი - Heyo Song
მომღერალი ბრენდონ სტოუნი იგივე ბესიკ შპეტიშვილი 8 წლის განმავლობაში პროექტ ახალი ტალღის მუსიკალური პროდიუსერი იყო.
3. რატი დურგლიშვილი - Why
რატი დურგლიშვილი საზოგადოებამ დუეტ ჯორჯიადან გაიცნო. ამჟამად მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობს.
4. ანდრია გველესიანი - Revolutionise
ანდრიას სცენაზე დგომის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის გემახსოვრებათ პროექტებიდან: ჯეოსტარი, უკრაინული X ფაქტორი და ცეკვავენ ვარსკვლავები.
5. ალისა დანელია - We Are Eternity
ალისამ ჯაზისა და საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო მუსიკალური კოლეჯი დაამთავრა, ასევე სწავლობდა გნესინის სახელობის რუსეთის მუსიკალურ აკადემიაში.
6. ნუცა ბუზალაძე - White Horses Run
ნუცა ბუზალაძე 5 წლიდან მღერის და დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია საქართველოში.
7. მალიბუ - We Live Once
მალიბუ 2016 წელს მონაწილეობდა პროექტ X ფაქტორში.
8. ჯგუფი EOS - Urban Signs
ჯგუფი 2012 წელს შეიქმნა და ალტერნატიული ნიუ მეტალის, არტ როკისა და ექსპერიმენტალურ ჟანრებში ქმნის მუსიკას.
9. დიმა კობეშავიძე - Scream
დიმა მონაწილეობდა ახალ ხმაში და X ფაქტორში.
10. ტრიო მანდილი - მე და შენ
ტრიო მანდილი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ინტერნეტში მათ მიერ განთავსებულმა ვიდეომ 4 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
11. თაკო გაჩეჩილაძე - Keep the Faith
თაკო გაჩეჩილაძეს უკვე დიდი ხანია იცნობს ქართველი მსმენელი. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს მან მონაწილეობა მიიღო MTV Europe-ის კონცერტში. ის პროექტ ერთი-ერთშის გამარჯვებულიცაა.
12. ნინო ბაშარული - ლილეო
2009 წელს ნინო ბაშარული პროექტ ჯეოსტარში მონაწილეობდა.
13. ელენე მიქიაშვილი - Fighter
ელენე 2015 წელს პროექტ ახალ ხმაში მონაწილეობდა.
14. MISHO - Magic
მიშოს კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს. ის აქტიურად იყო ჩართული მუსიკალურ პროექტებში: ვარსკვლავების აკადემია, X ფაქტორი, ბრავო, ოქროს ტალანტი და ნუცას სკოლა.
15. მარიკო ლეჟავა - Light it Up
მარიკო ლეჟავა მაყურებელს პროექტ საქართველოს ვარსკვლავიდან ახსოვს.
16. ჯგუფი The Mins - Crime
ჯგუფი The Mins 2011 წელს შეიქმნა და ახლა ის ევროვიზიის ეროვნული ფინალის ერთ-ერთი კონკურსანტია. საინტერესოა რომ მუსიკოსი Moby ევროვიზიის ეროვნულ კონკურსში სწორედ The Mins-ს უჭერს მხარს.
17. ჯგუფი Sparkle - On The Top
ამ გოგონებმა ერთმანეთი ახალ ხმაში გაიცნეს და მოგვიანებით გადაწყვიტეს პროექტ X ფაქტორისთვის ჯგუფი SPARKLE შეექმნათ.
18. თორნიკე ყიფიანი - You Are My Sunshine
თორნიკე 2016 წელს X ფაქტორის გამარჯვებული გახდა და მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
19. თემო საჯაია - All The Same
თემო 2004 წელს მონაწილეობდა სატელევიზიო კონკურსში ნუცას სკოლა, 2009 წელს კი ვარსკვლავების აკადემიის ფინალისტი იყო.
20. საბინა ჭანტურია - Stranger
მომღერალ საბინა ჭანტურიას საკმაოდ წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს შვედეთში.
21. მარიამ ჩაჩხიანი - Fly
მარიამ ჩაჩხიანი 2006 წელს საბავშვო ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა.
22. ჯგუფი Asea Sool - Nature
ჯგუფი Asea Sool და-ძმა ბექა და ათინა ჯანუაშვილებმა 2011 წელს შექმნეს.
23. ნანუკა გიორგობიანი - Let The Sunshine In
ნანუკა 2016 წლიდან ჯგუფ ჯეო პლანეტის სოლისტია.
24. ოთო ნემსაძე & ჯგუფი Limbo - Dear God
ოთო ნემსაძე ორი მეგაშოუს, ჯეოსტარისა და ბრავოს გამარჯვებულია.
25. დავით შანიძე - მტვერის კაცი
დავით შანიძე ეთნო-ჯაზ ჯგუფის, შინ-ის ფოლკლორული ნაწილის ხელმძღვანელია.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები