ირინა ყურუა: 5 ჟურნალისტით ვერ შეინარჩუნებ ხარისხს, ამიტომ წამოვედი 25-ე არხიდან
ჟურნალისტმა ირინა ყურუამ ტვ 25 დატოვა. ყურუა საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გადაცემა დიალოგის წამყვანი იყო. 25-ე არხის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა On.ge-სთან ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, მენეჯმენტთან უთანხმოება ადამიანური რესურსის შემცირების გადაწყვეტილებამ გამოიწვია:
"მფლობელი და დირექტორი ამბობენ, რომ ბიუჯეტი ისეთი მწირი აქვს ტელევიზიას, რომ საინფორმაციოს ასეთი მასშტაბით ვერ შეინახავენ და ეს მასშტაბი არის სულ რაღაც ათიოდე ჟურნალისტი. ზოგადად, როდესაც რესურსი გაკლდება, ცხადია, ვერ შეინარჩუნებ ხარისხს. ძირითადად ეს იყო ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი და მცირე კონფლიქტის მიზეზი, რის გამოც წამოვედი ტელევიზიიდან."
ირინა ყურუას თქმით, ტელევიზია ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს ძალით აღდგენილი თანამშრომლების ფინანსური დავალიანება, რაც დაახლოებით 40 ათასი ლარია. მისივე თქმით, ეს დამატებითი არგუმენტია ადმინისტრაციისთვის, რომ მისი გადაწყვეტილება გაამართლოს. ამასთან 5 კაციანი გუნდის პირობებში მუშაობა ყურუასთვის მიუღებელია:
"ფინანსური პრობლემები ტელევიზიას ჰქონდა და ეს არ არის ახალი ამბავი. უცებ რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე როცა გაყენებენ, თითქოს ეს სიახლეა, მე ვფიქრობ, რომ მენეჯმენტს თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გაეტარებინა, რომ ასეთი რეალობა ტელევიზიის წინაშე არ დამდგარიყო. ზოგადად, არ მგონია სხვა მიზეზი იყოს იმიტომ, რომ პერსონალურად მფლობელიც და დირექტორიც მთხოვდნენ, რომ დავრჩენილიყავი, მეუბნებოდნენ, რომ ტელევიზიისთვის ეს იქნებოდა ძალიან ცუდი შედეგის მომტანი, მაგრამ მათ არ შეეძლოთ და არ უნდოდათ, მათ მიერ შემოთავაზებული ფორმატის შეცვლა და ისინი ამბობდნენ, რომ ბიუჯეტი არ აძლევთ სხვაგვარად მუშაობის საშუალებას. ის, რომ ჩვენ ამდენი ხანი გამართულად ვმუშაობდით, ეს შესაძლებელია, მათი ვარაუდით, 5 კაციანი გუნდის პირობებში. ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია."
"სხვა შეფარული მიზეზები არ დამინახავს, თორემ, ცხადია პირველ რიგში ამაზე გავაკეთებდი აპელირებას და არა ბიუჯეტზე."- ამატებს ყურუა.
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
კომენტარები