სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა ინდოეთში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ავარია.

ასეთი ინციდენტები იშვიათი არ არის ინდოეთში, სადაც სარკინიგზო აღჭურვილობა ძალიან ძველია. 2016 წლის ნოემბერში, 140-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, ინდოეთის ჩრდილოეთით. იმავე ადგილას, 2015 წლის მარტში, მსგავსი ინციდენტის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა 150 კი დაშავდა.