სამი გენეტიკური მშობლის მეთოდით უკრაინაში უშვილო წყვილს შვილი გაუჩნდა
პირველად მსოფლიოში - ტექნიკა, რომელიც სამი მშობლის გენეტიკური ინფორმაციის გაერთიანებას გულისხმობს, უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენეს.
ბავშვი, რომელიც 5 იანვარს გაჩნდა, სამი ადამიანის დნმ-ის შერწყმის შედეგად ჩაისახა. ეს სამედიცინო პროცედურა დიდ ბრიტანეთში გენეტიკური დაავადებების თავიდან ასაცილებლად არის დაშვებული და მსოფლიოში პირველად გამოიყენეს უშვილო წყვილის შემთხვევაში.
შვილოსნობის მკვლევარი ვალერი ზუკინი, რომელიც კიევის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს, ბავშვის მშობლებს ინ-ვიტრო განაყოფიერების კონკრეტული ტექნიკის გამოყენებით დაეხმარა.
წყვილი ათიოდე წლის განმავლობაში ცდილობდა ბავშვის ყოლას და ქალმა 4 წარუმატებელი ხელოვნური განაყოფიერება გამოიარა: მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედების განაყოფიერება წარმატებულად სრულდებოდა, შემდგომი განვითარების პროცესი მანამდე წყდებოდა, სანამ განაყოფიერებულ მასალას დედის სხეულში მოათავსებდნენ.
ექიმმა ზუკინმა და მისმა გუნდმა ჰიბრიდი ემბრიონი შექმნეს: მათ დედის კვერცხუჯრედი პარტნიორის სპერმით გაანაყოფიერეს, შემდეგ კი პრონუკლეოსი (ზიგოტამდელი წარმონაქმნი) სხვა დონორის კვერცხუჯრედში მოათავსეს. ამის შემდეგ ემბრიონმა განვითარება დედის საშვილოსნოში გააგრძელა. შედეგად, ბავშვს ორივე მშობლის გენეტიკური იდენტობა აქვს, მიტოქონდრიული დნმ კი დონორისგან გამოჰყვა.
ეს ახალი ერის დასაწყისია - განაცხადა ზუკინმა The Times-თან ინტერვიუში.
მიტოქონდრიული დონაცია 2015 წელს დიდი ბრიტანეთში დაშვებული იქნა იმ შემთხვევაში, როცა დედის მიტოქონდრიული დნმ არაჯანსაღია და გენეტიკური დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში.
შარშან ეს პროცედურა მექსიკაშიც გამოიყენეს: დედას ნერვული სისტემის გენეტიკური დაავადება ჰქონდა.
უშვილობის ამ გზით მკურნალობას ყველა არ ემხრობა. მეცნიერები შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ პროცედურა არარეგულირებად კერძო კლინიკაში ჩატარდა.
"თუ ბავშვი ჯანმრთელია, მაშინ ეს კარგი ამბავია, თუმცა ზოგადად სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილი, როცა მიტოქონდრიული დონაცია უშვილობის სამკურნალოდ გამოიყენება. ეს პროცედურა ძალიან სახიფათოა და ამ რისკზე პაციენტები მხოლოდ მაშინ მიდიან, თუ მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადება აქვთ. ამ შემთხვევაშიც კი, ჩვენ გულდასმით ვარჩევთ, ვინ იქნება შესაფერისი ამ პროცედურისთვის და ვინ - არა", - ამბობს სარა ნორქროსი, პროგრესთან დაკავშირებული ეთიკის საკითხების შემსწავლელი ფონდის დირექტორი.
ზუკინის გუნდი ამბობს, რომ ამ დროისთვის ახალშობილს ყველა საჭირო ტესტი ჩაუტარდა და ის ჯანმრთელია.
"უკრაინაში ყველაფერი მარტივადაა, ეს პროცედურა აკრძალული არაა და არანაირი რეგულაცია არ გვზღუდავს", - განაცხადა ზუკინმა, რომელიც ამავდროულად უკრაინის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ამ დროისთვის კლინიკაში კიდევ ერთ "სამმშობლიანი" ბავშვს ელოდებიან მარტში.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ზუკინის წარმატებული ექსპერიმენტი მილიონობით უშვილო წყვილს აძლევს იმედს. მეცნიერები კი ამბობენ, რომ საკითხი შესწავლას საჭიროებს როგორც სამედიცინო, ისე ეთიკური თვალსაზრისით.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები