ფეხბურთისა და რაგბის მოედნების ასაშენებლად 12 მილიონი დაიხარჯება
თბილისსა და ქუთაისში 2017 წელს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გასამართად ფეხბურთისა და რაგბის 10 მოედნის აშენება იგეგმება. მოედნების ასაშენებლად ჯამში 12 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. მომსახურება ორი ნაწილისგან შედგება პროექტის დამზადება და პროექტის შესაბამისად მოედნების აშენება.
მომსახურების გამარტივებული წესით შესაძენად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს 11 იანვარს მიმართა, თანხმობა კი 2 დღეში, 13 იანვარს მიიღო.
სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ ელექტრონული ტენდერის ჩატარება შემაფერხებელი ფაქტორი იქნება სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად, რადგან პროცედურები დიდ დროს მოითხოვს. სააგენტომ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია და მას გამარტივებული წესით შესყიდვის უფლება მისცა.
„შესყიდვის ელექტრონული პროცედურების დაცვით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, არსებობს რისკი იმისა, რომ გაჭიანურდეს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცედურები, რაც შეუძლებელს გახდის 10 ერთეული ფეხბურთის/რაგბის სტანდარტული მოედნის დასრულებას ჩემპიონატების დაწყებამდე, აღნიშნული კი, დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლის საფუძველი შესაძლოა აღმოჩნდეს,“ - ასე განმარტა შესყიდვების სააგენტომ თანხმობის მიზეზები.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული სახით შესყიდვის უფლებას ითხოვს და ისიც თანხმდება. იმავე მომსახურების შესაძენად სამინისტრომ ერთხელ უკვე გააფორმა ხელშეკრულება კომპანია Autokomodex Trnava spol.sro-სთან, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა.
Autokomodex Trnava spol.sro-სთან 2016 წლის 16 სექტემბერს 9 410 000 ევროს ღირებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო თბილისსა და ქუთაისში 20 მოედნის აშენება. მასთანაც ხელშეკრულება გამარტივებული წესით დაიდო. თუმცა, როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განმარტავენ, კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა 1 983 080 ევროთი დაჯარიმდა და მასთან ხელშეკრულება გაუქმდა. კომპანიამ ვერ წარადგინა ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები, საპროექტო სამუშაოები და არ დაარეგისტრირა საქართველოში თავისი წარმოუდგენლობა.
იმის მიუხედავად, რომ პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეზე მეტია გასული და ჯერ სტადიონი არ აშენებულა. სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსს ზაზა ოქრომჭედლიძეს მაინც ჰგონია, რომ დროის დაზოგვის მიზნით, ორივე შემთხვევაში მომსახურება პირდაპირი წესით უნდა შესყიდულიყო. მისი თქმით, მხოლოდ პროექტირების მომსახურების პირდაპირი შესყიდვით შეძენისა და აშენებისთვის ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლოა, მოედნები დროულად ვერ აშენებულიყო.
მოედენები 2017 წლის 15 მაისამდე უნდა აშენდეს, ივნისსა და ივლისში კი ჩემპიონატებია დაგეგმილი.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები