TI: კობახიძის კანდიდატურა დამაზიანებელია საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტისთვის
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ მანანა კობახიძის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე დააზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს. TI პარლამენტს მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი კობახიძის კანდიდატურას.
TI მიიჩნევს, რომ:
- საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედი წევრის და ყოფილი ვიცე- სპიკერის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა მიუთითებს ხელისუფლების ნებაზე მოახდინოს სასამართლოს პოლიტიზება და მაკონტროლებელი კონსტიტუციური ინსტიტუციის მის მიმართ პოლიტიკურად ლოიალური პირებით დაკომპლექტება. ამგვარი მიდგომით ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების დანაწილების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ ურთიერთშეკავების პრინციპის პრაქტიკული არსებობა ქვეყანაში.
- მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მანანა კობახიძე იყო ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი სპიკერი, რომელიც ახმოვანებდა მმართველი გუნდის დამოკიდებულებებს თითქმის ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის იმ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომელებიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და ან გასაჩივრდება მომავალში. ამასთან, იგი საზოგადოებაში აღიქმება როგორც პოლიტიკოსი და ხელისუფლების მიდგომების გამხმოვანებელი, ამგვარი პირის პირდაპირ უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში არჩევა, საფრთხეს უქმნის სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტს და შესაბამისად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას.
- გარდა პოლიტიკური მიკერძოების, კითხვის ნიშნები ასევე ჩნდება თუ რამდენად შეესაბამება მანანა კობახიძის დამოკიდებულებები და ღირებულებები ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული პრინციპის სრულყოფილ გააზრებას და გათავისებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეული მოსამართლისთვის. 2010 წელს ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ “შეიძლება სულაც არ იყო მართლმადიდებელი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებული უზნეობა მიუღებელი იყოს. ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან. ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ის მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის. არის კატეგორიაც, რომელიც უცხოეთში ასეთი მოტივით თავშესაფარს ითხოვს”. მსგავსი მოსაზრებები მანანა კობახიძეს დაფიქსირებული აქვს შემდგომ ინტერვიუებშიც. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე მხარს უჭერდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ასევე ჩატარებულიყო რეფერენდუმი კონსტიტუციაში ქორწინების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
- აღსანიშნავია, რომ მედიაში მანანა კობახიძის სახელი არაერთხელ გაჟღერებულ იქნა კორუფციულ სკანდალში. იგი ფიგურირებდა მისი ძმის, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირებულ საქმეში და ასევე შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციულ საქმეში. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამ კუთხით მედიაში მის მიმართ გავრცელებული ბრალდებების სისწორე ვამტკიცოთ.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, დღეს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.
ქართული ოცნების გარდა, კობახიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსის ექვსივე წევრი. რაც შეეხება სხვა საპარლამენტო უმცირესობებს, ისინი კობახიძის კანდიდატურას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები