რატომ შეცვალეს ოსკარის პროდიუსერები?
ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონიალს, რომელსაც ჯიმი კიმელი წაიყვანს, ახალი პროდიუსერები მაიკლ დე ლუკა და ჯენიფერ ტოდი ეყოლება.
"მაიკლს და ჯენიფერს ერთად მუშაობის არაჩვეულებრივი გამოცდილება აქვთ, ასევე დიდ პატივს სცემენ კინოს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ ისინი არაჩვეულებრივად გაართმევენ თავს ამ მნიშვნელოვან და ამაღელვებელ საქმეს, რომელი დაუვიწყარი იქნება ყველა კინომანისთვის", - ამბობს შერილ ბუნ აიზეკსი, ამერიკის კინოაკადემიის დირექტორი.
ოსკარის წინა წლის პროდიუსერები რეჯინალდ ჰადლინი და დეივიდ ჰილი იყვნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა შარშანდელმა შოუმ, რომელიც მედიაში პოლიტიკური ავანსცენის სახელით მოიხსენიებოდა შესაბამისი რეიტინგი ვერ დადო, მეტიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. შოუს საერთო ჯამში 34 მილიონმა ადამიანმა უყურა, მაშინ როდესაც მის წინა წელს ოსკარის მაყურებელთა რიცხვი 37.260 მილიონი ადამიანი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცერემონიალის რეიტინგმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ იკლო, მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგი ოსკარს 2014 წელს ჰქონდა, როდესაც მას 43 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.
რეიტინგის დაცემა გახდა იმის მიზეზიც, რომ წელს ოსკარს ჯიმი კიმელი წაიყვანს. არჩევანი კიმელზე ტელეარხ ABC-ის რეკომენდაციით შეჩერდა, რომელსაც დაჯილდოების ტრანსლირების უფლება 2028 წლამდე $75 მილიონად აქვს ნაყიდი. არხის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სწორედ ჯიმი იქნება ის, ვინც შეძლებს მაყურებელს ოსკარისადმი ინტერესი დაუბრუნოს. სწორედ ამავე მიზეზით შეიცვალნენ პროდიუსერებიც, აკადემიის აზრით ჯენიფერი და მაიკლი შეძლებენ მაყურებელს შესთავაზონ შოუ, რომელიც მათ ეკრანთან მიაჯაჭვებს.
"ბედნიერები ვართ იმ ფაქტით რომ სწორედ ჩვენ ვიქნებით აკადემიის ჯილდოს პროდიუსერები. ორივე თაყვანს ვცემთ ოსკარს და შეიძლება ითქვას, რომ მისი ყურების დროს გავიზარდეთ. მაქსიმალურად ვეცდებით კარგი და საინტერესო შოუს შექმნას, სადაც აშკარა იქნება კინოს ზეიმი და ის, თუ რამხელა ძალა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ შეიკრიბებიან", - ამბობენ დე ლუკა და ტოდი.
მაიკლ დე ლუკა სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმებისთვის - Captain Phillips, Moneyball და The Social Network. რაც შეეხება ჯენიფერ ტოდს, ის საპროდიუსერო კომპანია Pearl Street Films-ის დირექტორია, რომელიც მეთ დეიმონმა და ბენ აფლეკმა დააარსეს. ის ასევე იყო პროდიუსერი ფილმებისა - Austin Powers, Memento, Across the Universe, Alice in Wonderland და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ოსკარი 2017 26 თებერვალს გაიმართება, რომლის პირდაპირი ეთერსაც საქართველოში ტელეკომპანია GDS შემოგვთავაზებს.
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
კომენტარები