საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მას გადაუგზავნა ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის პაკეტი ეწინააღმდეგება ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესებს. შენიშვნებიდან გამომდინარე, მან გადაწყვიტა კონსტიტუციური უფლების გამოყენება და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პაკეტს.

"უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომელებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეობის არჩევის წესს და აუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც სრულიად თანხვედრაშია ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან," - განმარტა მარგველაშვილმა.

ის პაკეტის დადებით მხარეებსაც შეეხო. მისი თქმით, ცვლილებების პროექტში ასახულია სასამართლოს ტექნიკურ უზრუნველყოფა - საქმეების ელექტრონულად გადანაწილების სისტემა.