ვინ წარადგენს საქართველოს Eurasia Mobile Challenge-ზე?
რა აკავშირებთ ერთმანეთთან ციფრულ მენიუს, გარემოს გამწვანებაზე ორიენტირებულ აპლიკაციასა და პლატფორმას, რომელიც პაციენტს შეყვანილი სიმპტომების მიხედვით ექიმთან ამისამართებს? ჩამოთვლილი სამივე წამოწყება ინოვაციურია და ამ სერვისების შემქმნელი კომპანიები Augep, Treepex და Persomedic საქართველოს Eurasia Mobile Challenge-ზე წარადგენენ.
Eurasia Mobile Challenge-ის მიზანია, ევროპისა და აზიის ახალგაზრდობა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართოს და შექმნას ახალი წარმატებული მობილური პროექტები. კონკურსი კომპანია ბილაინის სოციალური პასუხისმგებლობის ახალი კამპანიის, Make Your Mark-ის ფარგლებში ტარდება. წელს საქართველოს შიდა შესარჩევ კონკურსში 1000 გუნდი მონაწილეობდა, რაც 2015 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. ჟიურის წევრებმა რვა მონაწილე ქვეყნიდან სამ-სამი გუნდი შეარჩიეს. გამარჯვებული 24 გუნდი კი ერთმანეთს 24 და 25 იანვარს ერევანში შეხვდება და სოლიდური საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებს: I ადგილი - 20 000$, II ადგილი - 15 000$, III ადგილი - 10 000$.
რეგიონალური გამარჯვებული, რომლის ვინაობასაც სულ მალე შევიტყობთ, 27 თებერვალს საკუთარ ქვეყანას Global Mobile Challenge-ზე ბარსელონაში წარადგენს.
"პროექტის მიზანია, მოვიწვიოთ და წავახალისოთ თანამედროვედ მოაზროვნე, ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, შექმნან გაუმჯობესებული, ფინანსურად მომგებიანი პროდუქტი. ჩვენ გვინდა, მივცეთ მათ შესაძლებლობა, მიაღწიონ წარმატებას რეგიონალურ და გლობალურ ბაზრებზე, რაც შემდგომ მათ მომავალს განსაზღვრავს", - აღნიშნავს ბილაინის გენერალური დირექტორი, გიორგი ტყეშელაშვილი.
აპლიკანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდების შერჩევაც უფრო რთულდება. თუ წლევანდელ გამარჯვებულებს გავითვალისწინებთ, საქართველოს რეალური შანსი აქვს რეგიონალურ კონკურსზე.
მაშ ასე, უკეთესად გავიცნოთ გამარჯვებული სამი სტარტაპი:
Augep
მობილური აპლიკაციაა, რომელიც გაფართოებულ რეალობას იყენებს იმისთვის, რომ მომხმარებლებს კერძის შერჩევა გაუადვილოს. თქვენ აღარ დაგჭირდებათ, მიმტანს გამოჰკითხოთ კერძის ინგრედიენტები ან პორციის ზომა. სმარტფონის კამერას თეფშს მიუშვერთ და ვირტუალურად დაათვალიერებთ საკვების შემადგენლობას, გაიგებთ კალორიულობას და შეიქმნით წარმოდგენას, თუ რას უნდა ელოდოთ, სანამ შეკვეთას მოგიტანენ.
Treepex
ვებ და მობილური აპლიკაციაა, რომლის გამოყენებითაც კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციის შემთხვევაში, ერთ პროდუქტზე ირგვება ერთი ხე. ეს დამატებითი მარკეტინგული "იარაღია" კომპანიებისთვის, მომხმარებლებისთვის კი - საშუალება, რომ პროდუქტის შეძენის პარალელურად, სარგებლობა მოუტანონ დედამიწას. მას შემდეგ, რაც ხე დაირგვება, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, სად დაირგო ხე თქვენს სახელზე და თვალი ადევნოთ მისი ზრდის პროცესს.
Persomedic
სამედიცინო აპლიკაციაა, რომელიც სიმპტომების გაანალიზების შედეგად, მომხმარებელს შესაბამისი პროფილის ექიმებს ურჩევს და ექიმთან შეხვედრის დაჯავშნის საშუალებასაც აძლევს.
დაველოდოთ, რას იზამენ საქართველოს რჩეული გუნდები ერევანში, Eurasia Mobile Challenge-ის ფინალში. გამარჯვებულებისა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები