FES-ის კვლევა: ქართველი ახალგაზრდების 62%-ს მშობლები არჩენენ, 70% მათთან ცხოვრობს
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 62 პროცენტს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან. 19-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 64%, ხოლო 25-29 წლის 35%-ია დამოკიდებული მშობლებზე ფინანსურად. ახალგაზრდების 70% ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. 19-24 წლის ახალგაზრდების კატეგორიაში ეს მაჩვენებელი 67% არის, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რესპონდენტების მხოლოდ 52% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
რაც შეეხება ახალგაზრდების ოჯახების მატერიალურ მდგომარეობას, კვლევის თანახმად, ახალგაზრდების მხოლოდ 3 პროცენტი თვლის, რომ არ აქვთ ფინანსური პრობლემები და მათ შეუძლიათ იყიდონ ის, რაც სურთ. ახალგაზრდების 11% კი თვლის, რომ არ აქვს საკმარისი ფული საჭმლისთვის.
კვლევის მიხედვით, მანქანებს ფლობს რესპონდენტების ოჯახების 47%. საცხოვრებელი ადგილი მეტწილად არ განაპირობებს მანქანის ქონას. ხოლო კომპიუტერი ოჯახების 22 პროცენტს არ აქვს.
შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების მხოლოდ 19% არის დასაქმებული სრული განაკვეთით, ხოლო 7% დასაქმებულია ნახევარ განაკვეთზე ან თვითდასაქმებულია. ასევე, სრულებით ან გარკვეულწილად საკუთარი პროფესიით, მხოლოდ 31 პროცენტი მუშაობს. ამავე კვლევის თანახმად, დასაქმების შესაძლებლობები თბილისში ბევრად მეტია. ამასთან, მამრობითი სქესის რესპონდენტები მხოლოდ 28 პროცენტია უმუშევარი, ახალგაზრდა ქალებში კი ეს მაჩვენებელი 40% შეადგენს. ახალგაზრდების 81 პროცენტს არ სურს გამოცდილების მიღება სტაჯირების ან პრაქტიკული კურსის გავლის კუთხით. გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა (75%) ფიქრობს, რომ საქართველოში სამსახურის პოვნისას ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მეგობრები/ნაცნობები.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ოფისმა, გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა ქართველ ახალგაზრდებზე და ეკვლია მათი აღქმები, შეგნება, მოლოდინები და დამოკიდებულება ცვალებად გარემოსთან მიმართებაში. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ეყრდნობა შელის ახალგაზრდული კვლევის (Shell Youth Study) მოდელს, რომელიც 1953 წლიდან ტარდებოდა როგორც გერმანიაში, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში. კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)-ის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის მოთხოვნების გათვალისწინებით. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
კომენტარები