ლიტერატურული კონკურსი საბა-2017 დაიწყო
თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსის, საბას დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge.
განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საბას ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.
კონკურსის ჟიურის წევრებს საბას მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ლიტერატორები - პროფესორი ზურაბ კიკნაძე, პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. მათ მიერ შერჩეული წლევანდელი ჟიურის ვინაობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
თიბისი ბანკის ინფორმაციით, წლევანდელი წელი პრემია საბასთვის საიუბილეოა: წელს საბა მეთხუთმეტედ ტარდება. 2003 წლიდან 2016 წლამდე საბამ გასცა 128 პრიზი, 112 სხვადასხვა ავტორზე; ჯამურად გაცემულია საპრემიო თანხა - 500 ათასი ლარი; საბას ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ამ ხნის მანძილზე 55-მა სხვადასხვა ლიტერატორმა იმუშავა, განიხილა 2 300-ზე მეტი წიგნი; სამჯერ გაიზარდა საკონკურსო წიგნების რაოდენობა, გასამმაგდა ჯამური საპრემიო თანხა და კონკურსს დაემატა 3 ახალი ნომინაცია - ასეთია საბას განვლილი 14 წლის შედეგების სტატისტიკა.
გასული წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს საბა წელსაც 11 ნომინაციაში გამოავლენს:
- საუკეთესო რომანი;
- საუკეთესო პოეტური კრებული;
- საუკეთესო პროზაული კრებული;
- საუკეთესო პიესა;
- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი;
- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა;
- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა;
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი;
- ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი;
- საუკეთესო ელექტრონული წიგნი;
- ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
წელსაც, გასული საკონკურსო წლის მსგავსად, საბას ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ. კერძოდ, ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი. ჟიურის რჩეულთან ერთად, მკითხველთა ფავორიტიც დაჯილდოვდება საბას პრიზითა და ფულადი პრემიით. საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. ხმის მიცემა 2 თვე გაგრძელდება საბას ვებგვერდზე და ფბ გვერდზე.
საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება საბას ვებგვერდზე saba.com.ge, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.
კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს თიბისი ბანკისგან საბას პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარს შეადგენს.
პრემია საბა 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები