საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ლეგალურად 345 ადამიანს უსმენდნენ. სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს საქალაქო და რაიონული სასამართლოებს საგამოძიებო უწყებებმა სულ 401-ჯერ მიმართეს. მათგან სასამართლოებმა შუამდგომლობების 78,6 პროცენტი (315 შემთხვევა) სრულად დააკმაყოფილეს, 7,48 პროცენტი (30 შემთხვევა) - ნაწილობრივ, მოთხოვნების თითქმის 14 პროცენტზე (56 შემთხვევა) კი - შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

საგამოძიებო უწყებები ყველაზე ხშირად ნებართვის მისაღებად თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის სასამართლოებს მიმართავდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმართული 299 შემადგენლობიდან 240 სრულად, 26 კი - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათუმში 22 შემთხვევიდან 17 სრულად დაკმაყოფილდა, ერთი - ნაწილობრივ; ქუთაისში 19-დან 18 სრულად დაკმაყოფილდა; რუსთავის სასამართლომ კი 13-ვე მიმართვა დააკმაყოფილა.

სასამართლოებმა 2016 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზეც იმსჯელეს. განხილული 79 შემადგენლობიდან 69 სრულად დაუკმაყოფილა, სამი - ნაწილობრივ, შვიდი კი არ დაკმაყოფილდა.