რუსთავი 2-ის, იმედისა და კიდევ 6 არხის სარეკლამო დროს ერთი კომპანია ყიდის
2017 წლის 16 იანვრიდან რვა ტელეკომპანიის სარეკლამო დროს ერთი კომპანია - შპს ინტერ მედია ყიდის. აღნიშნული სარეკლამო კომპანია რვა ტელევიზიიდან ექვსი ტელევიზიის - რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, მარაო და კომედი არხი - სარეკლამო დროს სრულად ყიდის, ტვ პირველისა და კავკასიის შემთხვევაში კი - ნაწილობრივ.
სარეკლამო დროის გასაყიდად ახალი კომპანია - შპს ინტერ მედია საჯარო რეესტრში 2016 წლის 15 დეკემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელები ირაკლი ბურძგლა (32,5%), ზურაბ (ზუკა) გუმბარიძე (32,5%), გიორგი ბარკალაია (15%) და მანანა დოიაშვილი (20%) არიან. მფლობელებს შორის ბურძგლასა და გუმბარიძეს სარეკლამო დროის გაყიდვის გამოცდილება აქვთ. ბურძგლა ჯენერალ მედიას დირექტორი იყო, რომელიც იმედისა და რუსთავი 2-ის სარეკლამო დროს 2012 წლამდე ყიდდა. გუმბარიძე კი, შპს ინტერ მედია პლუსში მუშაობდა, რომელიც ბოლო წლებში რუსთავი 2-ის, მარაოსა და კომედი არხის სარეკლამო დროს ყიდდა.
როგორც შპს ინტერ მედიას ერთ-ერთმა მფლობელმა, ზურაბ (ზუკა) გუმბარიძემ On.ge-ს უთხრა, ახალ კომპანიაში შპს ინტერ მედია პლუსსა და ტელეკომპანია იმედის გაყიდვების სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ.
„არცერთი ტელეკომპანია არცერთის სარეკლამო დროს არ ყიდულობს. სარეკლამო კომპანია ყიდულობს მათგან დროს,“ - განმარტა გუმბარიძემ.
მას ამ ეტაპზე უჭირს თქვას, სარეკლამო ბაზრის რა ნაწილს მიიღებს კომპანია, რომელიც რვა ტელეკომპანიის სარეკლამო დროს გაყიდის.
„ცოტა რთული სათქმელია, ბაზარი არის რთულ მდგომარეობაში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშ ყოველ წელს მცირდებოდა. რა გადანაწილებას მივიღებთ, ამაზე მინიმუმ ერთი კვარტლის შემდეგ უნდა ვისაუბროთ,“ - აღნიშნავს სარეკლამო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
გუმბარიძე არ აკონკრეტებს, რა ფინანსურ სარგებელს მიიღებს თითოეული არხი, რომლის სარეკლამო დროსაც გაყიდიან. On.ge-მ სცადა რუსთავი 2-სა და იმედის გენერალურ დირექტორებთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.
როგორც გუმბარიძე ამბობს, ტელეკომპანიების წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ, რომელი რეიტინგების მზომავი კომპანიით უნდა გაიყიდოს სარეკლამო დრო. ამ ეტაპზე რუსთავი 2-ის, მარაოს, კომედი არხის, ტვ პირველისა და კავკასიის სარეკლამო დრო კვლავ TV MR საქართველოს რეიტინგებით იყიდება, ტელეკომპანიების - იმედის, მაესტროსა და GDS-ის დრო კი - შპს ტრი მედია ინტელიჯენსის რეიტინგებით.
ახალი კომპანიის დაარსებამდე, შპს ინტერ მედია პლუსი ტელეკომპანიების რუსთავი 2-ის, მარაოსა და კომედი არხის სარეკლამო დროს სრულად ყიდდა, ტვ პირველისა და კავკასიის სარეკლამო დროს კი - ნაწილობრივ. ტელეკომპანია იმედი კი, მაესტროს და GDS-ის სარეკლამო დროს ყიდდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები