ლა ლა ლენდმა ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა დაჩრდილა
ოსკარის ნომინანტთა სიაში, რომელიც აკადემიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, დემიან შაზელის ლა ლა ლენდმა ტიტანიკისა და ყველაფერი ევას შესახებ რეკორდი გაიმეორა და 14 ნომინაცია მიიღო.
რეჟისორი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ამ ფილმის გადაღებების დროს მისი ინსპირაცია იყო კლასიკური ნამუშევრები: Singin' in the Rain, Top Hat, An American in Paris , The Umbrellas of Cherbourg, Swing Time და ა.შ
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი 2015 წელს რვა კვირაში გადაიღეს და მასში ემა სტოუნის [მთავარი როლის შემსრულებელი] კარიერის რეალური ისტორიის დეტალებია გამოყენებული.
სანამ ემა სტოუნს ლა ლა ლენდში მთავარ როლზე დაამტკიცებდნენ, მანამდე მის ადგილზე ემა უოტსონი მოიაზრებოდა, თუმცა უთანხმოების გამო მან მიას როლზე უარი თქვა და ფილმში ლამაზმანი და ურჩხული გადაინაცვლა. მანამდე კი რაიან გოსლინგმა სწორედ ლა ლა ლენდის გამო თქვა უარი დისნეის ახალ ნამუშევარში მონაწილეობაზე.
ლა ლა ლენდი აღმოჩნდა პირველი ფილმი ისტორიაში, რომელმაც ოქროს გლობუსზე ისეთი ფილმები დაჩრდილა, როგორებიცაა ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და შუაღამის ექსპრესი. შაზელის ფილმმა შვიდი ნომინაციიდან შვიდივე ოქროს გლობუსი მიიღო.
რაიან გოსლინგი კვირაში ექვსი დღე სწავლობდა პიანინოზე დაკვრას იმისათვის, რომ ფილმში თავად დაეკრა და არა დუბლიორს.
ლა ლა ლენდი გოსლინგისა და სტოუნის მესამე ერთობლივი პროექტია, მანამდე ისინი ერთად თამაშობდნენ Crazy, Stupid, Love-ში 2011 წელს და Gangster Squad-ში 2013 წელს.
თუ ფილმი უკვე ნახეთ, გემახსოვრებათ მისი დასაწყისი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალის ინსპირაცია გახდა.
დემენ შაზელმა ემა სტოუნის როლზე დამტკიცება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი შესრულება ბროდვეის სცენაზე მიუზიკლ კაბარეში იხილა.
ლა ლა ლენდის გადაღება $30 მილიონი დაჯდა, ამ ეტაპზე კი მისი შემოსავალი უკვე $176 მილიონია.
შაზელის მიუზიკლი ჯერ კიდევ გადის საქართველოს კინოთეატრებში, ასე რომ თუ ჯერ არ გინახავთ, დროა საკუთარი თვალით იხილოთ, რითი დაიმსახურა სიყვარულისა და ოცნებების შესახებ ისტორიამ შვიდი ოქროს გლობუსი და ოსკარის 14 ნომინაცია.
ოსკარს უნდა ჩაუჯდეთ ტელეკომპანია GDS-ზე, 26 თებერვალს, ღამის 2 საათიდან, სწორედ ამ დროს დაიწყება წითელი ხალიჩა, 05:30 საათიდან კი ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონია.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები