საქართველომ რუსეთი კიბერსაფრთხედ დაასახელა
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2017-2018 წლის კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული კიბერშეტევები და კიბერსაშუალებებით ჩადენილი დანაშუალებია.
„რუსეთის ფედერაცია იყენებს კიბერსაშუალებებს ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომში და შესაბამისად, კიბერსივრცის მეშვეობით რუსეთის ფედერაცია აქტიურად ეწევა საინფორმაციო კამპანიას, რომლიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის შეფერხებას და ასევე, საქარართველოს მოსახლეობაში ევროატლანტიკური ღირებულებების დისკრედიტაციას,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.
ამავე სტრატეგიის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ რუსეთიდან მომავალი კიბერსაფრთხეები გაზრდილია. მთავრობას მიაჩნია, რომ:
- რუსეთის ფედერაციას არ შეუცვლია აგრესიული პოლიტიკა კიბერდომეინში;
- რუსეთის ფედერაციამ უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად აამაღლა საკუთარი კიბერშეტევითი შესაძლებლობები;
- რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვნად დახვეწა კიბერსაშუალებების გამოყენების სპეციფიკა მის მიერვე წარმოებულ ფსიქოლოგიური გავლენის ოპერაციებში;
- 2008 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს დამოკიდებულება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე, რაც პოტენციური კიბერთავდასხმების შემთხვევაში, თავის მხრივ, ზრდის მოსალოდნელი ზიანის მასშტაბებს.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია რეგულარულად ახორციელებს კიბერსადაზვერვო საქმიანობას საქართველოში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი და სხვა სახის დახურული ინფორმაციის მოპოვების მიზნით. სტრატეგიაში მოყვანილია ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ. კერძოდ, 2011 წელს გამოვლინდა კიბერსადაზვერვო ოპერაცია – GEORBOT, რომელიც სამხედრო სფეროსა და საქართველოს ხელისუფლებასა და ნატო-ს შორის არსებული ურთიერთობების თაობაზე ინფორმაციის მოპოვებას ისახავდა მიზნად.
„სადაზვერვო ოპერაციის მთავარ სამიზნე ობიექტებს წარმოადგენდნენ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების სამსახურებრივი გამოყენების ელექტრონული რესურსები, სადაც დისტანციურად განხორციელდა ჯაშუშური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებათა ინსტალაცია, რომლის მეშვეობითაც მუდმივად ხორციელდებოდა სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციის გადინება,“ – განმარტებულია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კიბერუსაფრთხოების 2017-1018 წლების სტრატეგიაში.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები