ჩრდილოეთ კორეაში პორნოგრაფიის ყურება და ბიბლიის კითხვა ერთნაირად მძიმე დანაშაულია

ფოტო: Halfpoint/shutterstock
ბიბლია ქრისტიანული და იუდაისტური წმინდა წიგნების კრებულია, რომელიც ძველი და ახალი აღთქმისგან შედგება. თუმცა ქრისტიანები თუ ბიბლიის ორივე ნაწილს აღიარებენ, იუდაიზმი მხოლოდ ძველ აღთქმას ცნობს, რომლის დიდი ნაწილიც ძველ ებრაულ ენაზეა დაწერილი.
ბიბლია ყველა დროის ყველაზე პოპულარული წიგნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის შესახებ ყველაფერი ვიცით. მაგალითად, გაგიკვირდებათ და, ჩრდილოეთ კორეაში ბიბლიის კითხვა და პორნოგრაფიის კითხვა ერთნაირი სიმძიმის დანაშაულებია.
სხვა საინტერესო ფაქტები ბიბლიის შესახებ:
ბიბლია ყველა დროის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი წიგნია, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიარდ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.

ფოტო: christianmomthoughts
ბიბლიის წაკითხვა 2454 ენაზეა შესაძლებელი.

ფოტო: nordkirche
პოპ-მომღერლები ყველაზე ხშირად ასახელებენ ბიბლიას საკუთარი სიმღერებისთვის ინსპირაციის წყაროდ.
მსოფლიოში ბიბლიის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია.

ფოტო: Reuters
უცნაურია, მაგრამ ბიბლიას ყველაზე ხშირად იპარავენ წიგნის მაღაზიებიდან. არადა, ამ წიგნში წერია, რომ მოპარვა ცოდვაა.

ფოტო: Getty Images
იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ დაბადების დღეების აღნიშვნისგან თავს ბიბლიის გამო იკავებენ. ბიბლიაში ორი შემთხვევაა მოხსენიებული, როდესაც დაბადების დღე იზეიმეს და ორივე შემთხვევა სიკვდილით დასრულდა.

ფოტო: 500facts
ბიბლია ქინდლის მფლობელებისთვისაც ყველაზე პოპულარული წიგნია. ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნების სამეულში ასევე შედის სტივ ჯობსის ბიოგრაფია და შიმშილის თამაშები.

ფოტო: stutler
ბიბლიის მიხედვით, ბიბლიაზე დაფიცება აკრძალულია.

ფოტო: abcnews
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები