გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები რამდენიმე საათია აქრობენ. მთლიანად დამწვარია სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყარო და მის უკან მდებარე ტანსაცმლის ბაზრობა, ასევე, საბითუმო სავაჭრო ცენტრი.

სავარაუდოდ, დაზარალებულია ათობით მოვაჭრე, რომლებსაც როგორც სავაჭრო ცენტრში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე, არაერთი მაღაზია ჰქონდათ, მათ შორის ოქრო–ვერცხლის, ტანსაცმლის, ავეჯის და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკვე დაწყებულია გამოძიება.