SAG Awards 2017: ჰოლივუდი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ
გუშინ ლოს-ანჯელესში მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომლითაც 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა აეკრძალათ, პოლიტიკურ შოუდ გადაიქცა. წითელი ხალიჩიდან დაწყებული, წარმდგენებითა და გამარჯვებულთა სიტყვით დამთავრებული - პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ყველა აკრიტიკებდა.
შოუს რომ პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, ეს წითელი ხალიჩიდანვე ჩანდა, როდესაც საიმონ ჰელბერგი და ჯოსელინ ტოუნი ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას წინააღმდეგ მიმართული წარწერებით გამოცხადდნენ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მსახიობთა გილდიის ჯილდოს გადაცემის ცერემონია პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა, სკანდალის მსახიობი კერი ვაშინგტონი იყო.
"ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მსახიობებმა არ უნდა გამოხატონ საკუთარი აზრი, როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მსახიობები აქტივისტები ვართ, რადგან ჩვენ შეგვწევს ძალა, გავაერთიანოთ ყველა ადამიანი", - ამბობს კერი.
კერი ვაშინგტონის შემდეგ პოლიტიკური სიტყვა ეშტონ კაჩერმაც თქვა: "ყველა, ვინც ახლა აეროპორტშია, ამერიკელია. თქვენ ყველა ზუსტად ისეთივე ნაწილი ხართ აქაურობის, როგორც ჩვენ. გახსოვდეთ, ჩვენ გვიყვარხართ".
ჯულია ლუი დრეიფუსი კი ტრამპის ახალ კანონს ამერიკის ყველაზე დიდ ლაქას უწოდებს.
სარა პოლსონმა, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა სერიალისთვის The People V. O.J. Simpson: American Crime Story ამერიკას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სამშობლო, ტრამპს კი სამარცხვინო პრეზიდენტი უწოდა.
პოლიტიკური სიტყვა SAG Awards-ზე თითქმის ყველა გამომსვლელმა თქვა, მათ შორის იყო ვაიოლა დევისიც. ვაიოლა ცოტა ხნის წინ პირველი აფროამერიკელი გახდა, რომელიც მესამედ არის ოსკარზე ნომინირებული, გუშინდელმა საღამომ კი მას კიდევ ერთი ისტორიული პრიზი მოუტანა: ის პირველი შავკანიანი გახდა, რომელმაც მეხუთედ მიიღო მსახიობთა გილდიის ჯილდო.
რაც შეეხება გამარჯვებულებს:
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში
- ქეისი აფლეკი, Manchester by the Sea
- ენდრიუ გარფილდი, Hacksaw Ridge
- რაიან გოსლინგი, La La Land
- ვიგო მორტენსენი, Captain Fantastic
- დენზელ ვაშინგტონი, Fences (გამარჯვებული)
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში
- ემი ადამსი, Arrival
- ემილი ბლანტი, The Girl on the Train
- ნატალი პორტმანი, Jackie
- ემა სტოუნი, La La Land (გამარჯვებული)
- მერილ სტრიპი, Florence Foster Jenkins
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში
- მაჰერშალა ალი, Moonlight (გამარჯვებული)
- ჯეფ ბრიჯისი, Hell or High Water
- ჰიუ გრანტი, Florence Foster Jenkins
- ლუკას ჰიჯისი, Manchester by the Sea
- დევ პატელი, Lion
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში
- ვაიოლა დევისი, Fences (გამარჯვებული)
- ნაომი ჰარისი, Moonlight
- ნიკოლ კიდმანი, Lion
- ოქტავია სპენსერი, Hidden Figures
- მიშელ უილიამსი, Manchester by the Sea
საუკეთესო მსახიობი ქალი სატელევიზიო ფილმში ან მინისერიალში
- ფელისიტი ჰოფმანი, American Crime
- ბრაის დალას ჰოვარდი, Black Mirror
- ოდრა მაკდონალდი, Lady Day at Emerson’s Bar and Grill
- სარა პოლსონი, People v. O.J. Simpson (გამარჯვებული)
- კერი ვოშინგტონი, Confirmation
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში
- სტერლიგ ბრაუნი, This Is Us
- პიტერ დინკლიჯი, Game of Thrones
- ჯონ ლითგოუ, The Crown (გამარჯვებული)
- რამი მალეკი, Mr. Robot
- კევინ სპეისი, House of Cards
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში
- მილი ბობ ბრაუნი, Stranger Things
- კლერ ფოი, The Crown (გამარჯვებული)
- ტენდი ნიუტონი, Westworld
- ვაინონა რაიდერი, Stranger Things
- რობინ რაითი, House of Cards
საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში
- უზუ აბუდა, Orange is the New Black
- ჯეინ ფონდა, Grace and Frankie
- ელი კემპერი, Unbreakable Kimmy Schmidt
- ჯულია ლუის დრეიფუსი, Veep (გამარჯვებული)
- ლილი ტომლინი, Grace and Frankie
საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი დრამატულ სერიალში
- The Crown
- Downton Abbey
- Game of Thrones
- Stranger Things (გამარჯვებული)
- Westworld
საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი კომედიურ სერიალში
- The Big Bang Theory
- Black-ish
- Modern Family
- Orange is the New Black (გამარჯვებული)
- Veep
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები