უსკოში 2016 წელს 2 მილიონზე მეტი ოდენობის პრემია და დანამატი გაიცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა 2016 წელს ანაზღაურების სახით 3 286 468 ლარი მიიღეს. ამ თანხის მესამდეზე ნაკლები - 952 236 ლარი თანამდებობრივი სარგოა, დარჩენილი - 2 334 232 ლარი კი პრემია და დანამატები.
2016 წელს უსკოს თანამდებობის პირებმა - თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ და კომისიის მდივანმა ჯამში 330 668 ლარი გამოიმუშავეს. თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება - 128 095 ლარი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაიცა. ამ წელს ამ თანამდებობაზე არჩილ მიქელაძე პარმენ ჯალაღონიამ შეცვალა. შესაბამისი ანაზღაურებაც ამ ორ პირზე გადანაწილდა. კომისიის თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგო - 52 992 ლარი იყო, რაც თითქმის 1,5-ჯერ ჩამორჩებოდა ამავე თანამდებობაზე გაცემული პრემიებისა და დანამატის ჯამს (75 173 ლარი). თითქმის 1,5-ჯერ მეტია თავმჯდომარის მოადგილისთვის და კომისიის მდივნისთვის გაცემული პრემია და დანამატის ჯამიც (118 968 ლარი) თანამდებობრივ სარგოზე (83 605 ლარი).
2016 წელს უსკოს არათანამდებობის პირებზე თანამდებობრივ სარგოდ - 815 709 ლარი, პრემიად და დანამატად კი, 2,5-ჯერ მეტი - 1 690 966 ლარი გაიცა.
2012-2016 წლებში უსკოს თანამშრომლებმა ჯამში 6 673 008 ლარი გამოიმუშავეს. ამ თანხიდან ნახევარზე მეტი - 3 762 434 ლარი პრემია და დანამატია, დარჩენილი - 2 910 574 ლარი კი თანამდებობრივი სარგო.
2012-2014 წლებში უსკოს თანამდებობის პირებს დანამატები არ აუღიათ, თანამდებობრივი სარგო (302 003 ლარი) კი თითქმის 1,5-ჯერ მეტი იყო პრემიაზე (203 386 ლარი). თანამდებობის პირების მსგავსად, უსკოს სხვა თანამშრომლებზეც ყოველწიურად გაიცემოდა პრემიები, დანამატები კი 2013 და 2014 წელს არ გაიცა. თუმცა,
როგორც უსკოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა On.ge-ს აცნობა, შრომის ანაზღაურების გაცემისას უწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის შესაბამისად მოქმედებს. ამ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში უსკოს წევრებს, ხელმძღვანელ პირებსა და აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა. ეს კანონი 2012 წლის ივლისიდან მოქმედებს, თუმცა, 2016 წლის გარდა, არცერთ წელს აღემატებოდა უსკოს თანამშრომლების თანამდებობრივი სარგო პრემიად ან დანამატად მიღებულ შემოსავალს. 2016 წელს უწყებაში გაცემული პრემიებისა და დანამატების ჯამი თანამდებობრივ სარგოზე თითქმის 2,5-ჯერ მეტი იყო.
2016 წელს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა ანაზღაურების სახით 14 941 628 ლარი მიიღეს. აქედან 9 475 693 ლარი თანამდებობრივი სარგოა, 2 080 874 ლარი - პრემია, დანამატი კი - 3 385 060 ლარი.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები