ქუთაისის სასამართლო მარიხუანის შენახვის საქმეზე განაჩენს 16 თებერვალს გამოაცხადებს
ქუთაისის საქალაქო სასამართლო მარიხუანის შენახვა-მოხმარებისთვის ლაშა კოღუაშვილის, ბექა გედენიძისა და ბესიკ ბაბუხადიას საქმეზე განაჩენს 16 თებერვალს გამოაცხადებს. სასამართლომ მათ შესახებ დღეს იმსჯელა, სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამის შესახებ On.ge-ს ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა აცნობა. სასამართლოს პრესსამსახურში კი, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, სხდომასთან დაკავშირებით არ საუბრობენ,
გირჩის პრესსამსახურში კოღუაშვილის და ბაბუხადიას მონაყოლზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ბრალდებულებს 2016 წლის ზაფხულში, პოლიცია ჩხრეკის ორდერის გარეშე შევიდა მათ საცხოვრებელ სახლში და 13 გრამი ნედლი მარიხუანა აღმოუჩინეს.
კოღუაშვილის და ბაბუხადიას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლის დარღვევას ედავება, გედენიძეს კი - მხოლოდ 273-ე მუხლს. 260-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. 273-ე მუხლით კი, იმავე ნივთიერებების პირადი მოხმარებისათვის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
„სისხლის სამართლის კოდექსის იმ დანართშიც, სადაც განსაზღვრულია ნარკოტიკული ნივთიერებების რაოდენობა და დოზები, მითითებულია, რომ ერთი გრამი მშრალი მარიხუანის ეკვივალენტია 2 გრამი ნედლი მარიხუანა, რადგანაც მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ნედლ მარიხუანაში მეტი რაოდენობის წყალია. შსს კი, ბოროტად სარგებლობს იმით, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ გამომშრალ მარიხუანას ეხება და ადამიანებს ჯერაც აპატიმრებს მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის ქონის გამო,” - აღნიშნავენ გირჩში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვისთვის პირი თავისუფლების აღკვეთით არ შეიძლება დაისაჯოს.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები