ინიციატივები, რომლებიც გია ჟორჟოლიანის აზრით, ეკონომიკურ გარღვევას მოიტანს
"ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია"; "მოქალაქეებმა უნდა დაინახონ და იგრძნონ, რომ ეს არის მათი სახელმწიფო"; "გვჭირდება ახალი სექტორების გაჩენა, წარმოების განვითარება, კონკურენტული პროდუქციის შექმნა, ექსპორტის ზრდა, ადამიანური რესურსის განვითარება, კომპეტენციის, კვალიფიკაციის, კვლევების და მეცნიერების განვითარება." - ქვეყნის განვითარების გზა გია ჟორჟოლიანისა და პარტია სოციალ-დემოკრატების აზრით, ორი საკონსტიტუციო ცვლილებიდან იწყება. აი რა ინიციატივები წარადგინეს მათ, დღეს, საკონსტიტუციო კომისიაში:
- საკონსტიტუციო ჩანაწერის ამოღება, რომელიც ახალი გადასახადის დაწესებას, ან გადასახადის გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით ხდის შესაძლებელს. ისიც, მხოლოდ მთავრობას შეუძლია დანიშნოს.
ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ასუსტებს სახელმწიფოს და არ აძლევს პარლამენტს შესაძლებლობას, განახორციელოს მთავარი, წარმომადგენლობითი ფუნქცია. მისივე თქმით, 55 განვითარებული ქვეყნის კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს, ან არსებობს სხვა ფორმით:
"ჩვენ განვიხილეთ, გადავხედეთ 55 განვითარებული, მათ შორის ევროპული და სწრაფად განვითარებული, კერძოდ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების კონსტიტუციებს, არცერთ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ არის. სადაც არის რაიმე ჩანაწერი გადასახადების თაობაზე, განსაზღვრულია, რომ ამას ახორციელებს პარლამენტი, ან მთავრობა - ზოგიერთ შემთხვევაში. ხოლო ის, რომ ეს რეფერენდუმით უნდა განხორციელდეს, არსად არ არის. ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებისაკენ, უფრო სწორად პასუხისმგებლობის მოხსნისაკენ. ანუ სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სოციალ-ეკონომიკურ ვითარებაზე, ის არ განსაზღვრავს ამ პოლიტიკებს. მიანდობს ამას ყველაფერს, ასე ვთქვათ, ზოგად ვითარებას, როგორც ამბობენ, ბაზრის უხილავ ხელს და ჩვენ 25 წელია ამის მოწმენი ვართ. ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს."
ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნულ ცვლილებას, ალბათ, საკანონმდებლო ცვლილებებიც მოჰყვება, რაც საბოლოო ჯამში, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინკლუზიურ ზრდასა და ეკონომიკურ გარღვევას მოიტანს:
"დღეს გამართული დისკუსიები იმის თაობაზე, რომ ორი პროცენტით მოემატა, თუ 2,2-ით თუ 2,8-ით, სერიოზულ ცვლილებებს ჩვენს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში არ ქმნის. ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები ჩვენ გვჭირდება გარღვევა, ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და იმავდროულად ჩვენ გვჭირდება ინკლუზიური ზრდა, ანუ ისეთი ზრდა რომელშიც ჩართული იქნება ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები."
სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ინიციატივა ასეთია:
- კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა თავში დაფიქსირდეს საცხოვრისის უფლება.
"იმ ჩამონათვალში, რომელიც ადამიანის უფლებების თავშია დაფიქსირდეს უფლება საცხოვრისის. ანუ იმაზე რომ ადამიანს ჰქონდეს ჭერი, ბინა. ასეთი უფლებები [პოზიტიური უფლებები] არის დაფიქსირებული ჩვენი კონსტიტუციის შესაბამის თავში - ადამიანის უფლებათა თავში, თუმცა ეს არ არის გამოყოფილი ცალკე სოციალურ უფლებებად, როგორც ეს ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაშია." - განაცხადა ჟორჟოლიანმა. მისივე თქმით, ეს ცვლილება ნიშნავს, რომ კონსტიტუციამ დაავალდებულოს ხელისუფლება გაატაროს პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საცხოვრისის ფლობაში:
"საცხოვრისი ეს არ არის მხოლოდ სოციალური საკითხი და ჰუმანიტარული საკითხი. ადამიანი, რომელიც ღირსეული ცხოვრების პირობებს არის მოკლებული ძნელად ჩაერთვება ენთუზიასტურად თავის შრომით საქმიანობაში, ვერ უზრუნველყოფს იმ წარმატებებს იმ შემოქმედებით მიდგომას, რაც აუცილებელია განვითარებისათვის. ამდენად ეს არის კრიტიკული ადგილი ზოგადად განვითარების პოლიტიკაში."
გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის მიმდინარე საქმიანობაზე, ანუ კონსტიტუციაში საგარეო კურსის ჩანაწერის გაკეთების მსჯელობაზე. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკურ კურსი არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში:
"დეკლარირებული ევროპისკენ მისწრაფება აბსოლუტურად არ არის საჭირო, რომ ჩაიწეროს კონსტიტუციაში, მაგრამ ის, რაც საქართველოს მართლაც აკავშირებს ევროპასთან - ჰუმანიზმი, სოლიდარობა, განვითარებაზე ორიენტირებულობა, მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული. სწორედ ასეთი ჩანაწერები არის გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა, ჩვენი ბუნებრივი განვითარებისა და კერძოდ ევროპული განვითარებისა და არა დეკლარირებული ჩანაწერი, ან სახელის დარქმევა, რომ მე ვარ ევროპული ოღონდ ანტი-ევორპულ პოლიტიკას განვახორციელებ."
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები