თბილისის მერიამ ე.წ. კავეენის - მხიარულთა და საზრიანთა კლუბი სოჭში გასამგზავრებელი ბილეთებისა და სავიზო მოსაკრებლის ხარჯებით დააფინანსა. 8 500 ლარი თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოიყო.

თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ On.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, ღონისძიება სოჭში მიმდინარე წლის 10 იანვრიდან 23 იანვრამდე ჩატარდა.

საქართველოს რუსულ კონკურსზე წარმოადგენდა იუმორისტთა ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელია ამიკო ჩოხარაძე.