31 იანვარს, "ლოტო 6/36-ის" 735-ე გათამაშებაზე მორიგი ჯეკპოტი - 1 380 345 ლარი გათამაშდა. რიგით მე-17 ჯეკპოტის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 1,3,9,10,35,36. ლატარიის კომპანიის ცნობით, იღბლიანი ბილეთის მფლობელი მოგების გასანაღდებლად უნდა ეწვიოს თბილისში, მელიქიშვილის #16 მდებარე ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს.

გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ლოტოს მომგებიანი ბილეთი, რომელიც გაივლის ვალიდაციის პროცედურას. მოგების დადასტურების შემდეგ კი პირველი საპრიზო კატეგორიის თანხა, ანუ ჯეკპოტი, ორ კვირაში ჩაერიცხება პირად ანგარიშზე.