რა არის კანაფი და რის გამო იჭერენ ადამიანებს?
შესავალი
დემურ სტურუას თვითმკვლელობის საზარელმა ამბავმა მთელი საქართველო მოიცვა. მის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში წერდნენ. საზოგადოება თითქოს შეთანხმდა, რომ ახალგაზრდა ბიჭის თვითმკვლელობის ამბავი ერთი ოჯახის კი არა, მთელი ქვეყნის ტრაგედია იყო. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუამ თავი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოიკლა, რომ მას პოლიცია იმ ადამიანების დაბეზღებას სთხოვდა, ვისაც მარიხუანასთან შეხება ჰქონდა.
დემურ სტურუამ არავინ "ჩაუშვა" და ამ საზარელი ზეწოლისგან თავის დასაღწევად თავი მოიკლა. ის არ არის ერთადერთი, ვისი სიცოცხლეც მარიხუანამ გაანადგურა. ვამბობ, მარიხუანამ გაანადგურა-მეთქი, არადა ეს ბალახი არაფერ შუაშია. სინამდვილეში, დამნაშავე ის პოლიტიკაა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო აწარმოებს.
უკვე წლებია, ადამიანები საუბრობენ საქართველოში არსებულ დრაკონულ ნარკოპოლიტიკაზე, რომელმაც ათასობით ადამიანის ფინანსები და ცხოვრების წლები შეიწირა. მარიხუანა მათ ნამდვილად ვერ ავნებდა ასე.
არჩევნები დამთავრდა, ხელისუფლება კი პოზიტიური ცვლილებების ნაცვლად კვლავ აგრძელებს დევნას. ახლახან პოლიციამ დააპატიმრა ზურა ქავთარაძე, რომელსაც სახელმწიფო 0,00094 გრ. ლსდ-ს გამო ბრალს სდებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში. მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს სახლში შეუვარდა დიაკვან გიორგი ჯახუას და ბინაში კანაფი აღმოაჩინა. როგორც თავად სასულიერო პირი ამბობს, მარიხუანა მას მრავალი ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილის გაყუჩებაში ეხმარება.
იყო გიორგი ფანჯავიძის შემთხვევაც, რომელიც შსს-ს თანამშრომლებმა ქუჩაში გააჩერეს და სპეციალური ორდერის გარეშე საცხოვრებელი ბინა გაუჩხრიკეს. იმის გამო, რომ საკუთარ სახლში პირადი მოხმარების მიზნით ზრდიდა 1 ძირს კანაფს, გიორგი შეიძლება 4-დან 7-წლამდე აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა.
31 იანვარს ქუთაისის სასამართლოში გაიმართა სხდომა, რომელზეც სასამართლო სამი ახალგაზრდის, ლაშა კოღუაშვილის, ბექა გედენიძისა და ბესიკ ბაბუხადიას ბედს განიხილავდა. სხდომაზე იმსჯელეს, იმსჯელეს, იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ განაჩენი 16 თებერვალს გამოეტანათ. დაწვრილებით ინფორმაციას ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
აღნიშნულ საქმეს მოჰყვა ზურაბ ჯაფარიძის მწვავე განცხადებაც, რომელიც მან თავის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ეს იმ საქმეების მოკლე ჩამონათვალია, რომელთა მიმართაც საზოგადოების ინტერესი გამძაფრებულია. გახმაურებული საქმეების უკან კი უამრავი სხვა ადამიანიც დგას, რომელთა შემთხვევებიც საჯაროდ არ განიხილება.
აქციები, სტატისტიკა და სხვ.
ამ ქვეთავში მოკლედ მიმოვიხილავ სტატისტიკურ მონაცემებს, საპროტესტო აქციებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ.
პირველ რიგში, დავაზუსტოთ, რა თანხასთან არის დაკავშირებული საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლა. როგორც ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის ლიდერმა 9 ივნისს გამართულ საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო წელიწადში 15 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს მხოლოდ და მხოლოდ შარდის ანალიზში.
რას შეიძლება მოხმარდეს ეს თანხა, თუ სახელმწიფო შეწყვეტს ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია - იმ ნარკომომხმარებლებზე ზრუნვას, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მაგალითად, პორტუგალია 2002 წლიდან მოყოლებული საბიუჯეტო სახსრებს არა ადამიანების დასჯასა და მათ დაკავებაში, არამედ სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობასა და ფუნქციონირებაში ხარჯავს. შედეგად, პორტუგალიაში ნარკომომხმარებლების რაოდენობა განახევრდა და ნარკომოხმარების სტატისტიკით პირველმა ქვეყანამ ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა. ამ საკითხთან დაკავშირებით წარსულში უკვე გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც მოცემული იყო არა მხოლოდ პორტუგალიის მაგალითი, არამედ სხვა უამრავი ევროპული ქვეყნის გამოცდილებაც. უფრო დეტალურად იხილეთ აქ.
ჩატარებული ნარკოტესტირების რაოდენობა შთამბეჭდავია. 2013 წლიდან მოყოლებული 2016 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, ნარკოტესტირება სულ ჩაუტარდა 113,129 ადამიანს, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,2%-ს შეადგენს.
წარსულში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებული ნარკოპოლიტიკის უარყოფით გამოვლინებებზე და შედეგებზე. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დემურ სტურუას ამბავი სიმპტომატურია და არა ცალკეული შემთხვევა. პოლიციელები ხშირად აიძულებენ ადამიანებს, ჩაუშვან ესა თუ ის მოქალაქე. ამგვარ დამოკიდებულებას ხშირად ადამიანები უმძიმეს სტრესამდე მიჰყავს..
არის თუ არა ნარკომომხმარებლებზე "ნადირობა" პოლიციის დანიშნულება? - ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ თავად გასცეთ, თუმცა მე გეტყვით, რომ არა.
სწორედ დემურ სტურუას თვითმკვლელობა გახდა უმნიშვნელოვანესი პროტესტის მიზეზი. მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება და ყველა, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანი იყო, ამ პრობლემის გარშემო გაერთიანდა. თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით სამტრედიაში ჩატარებული აქცია პოლიციელებთან დაპირისპირებით დასრულდა. ამავე დღეს ნარკოპოლიტიკის შეცვლისთვის მებრძოლმა ორგანიზაციამ მთავრობას ოთხი ძირითადი მოთხოვნა გააცნო.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ ნარკომომხმარებლების უსამართლო ჩაგვრის წარმოსაჩენად სპეციალური ვიდეორგოლიც მოამზადა, სადაც ასახულია, როგორ სჯის სახელმწიფო ადამიანებს ნარკოდანაშაულისთვის.
არჩევნების დასრულებიდან ერთი თვის თავზე პოლიციამ ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა ძირფესვიანად გაჩხრიკა, თუმცა ვერაფერი იპოვა. ახალგაზრდები ბერლინიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ.
ეს ამბავი უკვე ჩამცხრალი იყო, როდესაც თეთრი ხმაურის მოძრაობამ მორიგი აქცია ჩაატარა. 10 დეკემბერს თბილისის პარლამენტის შენობის წინ უამრავი ადამიანი შეიკრიბა ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით. აქციას პოლიციის ჩარევის გარეშე არ ჩაუვლია.
2016 წლის 31 დეკემბერს გირჩმა უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო ქმედება დაგეგმა და ახალი წლის ღამეს, პირდაპირ ეთერში, 84 ძირი მარიხუანა დათესა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მარიხუანას თესლიდან ამოსულმა მცენარეებმა 11 დღე "გაატარეს" ოფისში, 11 იანვარს კი შსს-მ ნერგები ექსპერტიზაზე გააგზავნა. ექსპერტიზის შედეგები ამ დრომდე უცნობია.
25 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფის დათესვის დეკრიმინალიზაციის საქმის განხილვა დაიწყო. რას გადაწყვეტს აღნიშნული ორგანო - ჯერჯერობით უცნობია.
ბოლოს და ბოლოს, რა არის კანაფი და რის გამო იჭერენ ადამიანებს?
კანაფი არის მცენარე, რომელიც ბუნებრივ პირობებში იზრდება. მარიხუანა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია და მას მსოფლიოს მოსახლეობის 3-5% მოიხმარს. არსებობს კანაფის მოხმარებისა და მოპოვების სხვადასხვა გზა, თუმცა ეს ჩვენი საუბრის თემა არაა. მე ვაპირებ ვისაუბრო ამ ნივთიერების თვისებებსა და შევადარო ის სხვა, ბაზარზე დაშვებულ ლეგალურ ნარკოტიკებს.
საქართველოში კანაფის მოხმარების მიმართ საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოწევა დაუშვებელია და ის კანონით დასჯადი უნდა იყოს, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, მოხმარების საკითხი ადამიანების გადასაწყვეტია.
კანაფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ხშირად არაინფორმირებულობის ბრალია, რომლის აღმოფხვრასაც საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება. არსებობს უამრავი "ცრურწმენაც".
თქვენ ხშირად მოისმენთ, რომ მარიხუანა არის ნარკოტიკი, რომელიც ანადგურებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, ამცირებს მის სარგებლიანობას და აქვეითებს უნარებს, აჩლუნგებს გონებას და ა.შ.
მეტიც - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მარიხუანას შესახებ წერია:
„კანაფის ხანგრძლივი რეგულარული მოხმარება იწვევს მიჩვევასა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. კანაფზე დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ნაწილში. პირი, რომელიც ცდილობს თავი დაანებოს კანაფის მოხმარებას, განიცდის აღკვეთის სინდრომს, რაც გულისხმობს გაღიზიანებას, აღგზნებას, უძილობას, მადის დაკარგვას, დეპრესიას. ახალგაზრდები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან კანაფის მოხმარებისკენ. კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება კანაფის მოხმარების დაწყება, მით მეტია მისი ავადმოხმარების და მასზე დამოკიდებულების განვითარების რისკი.“
ფაქტია, შსს ტყუის. უამრავმა სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა, რომ მარიხუანა არ იწვევს მიჩვევას და არ ხდის ადამიანს მასზე დამოკიდებულს. ასევე, კვლევებით დასტურდება, რომ მარიხუანის მომხმარებელი არა აგრესიული და აღგზნებული, არამედ სრულიად საპირისპირო - მშვიდი და მოდუნებულია.
ამასთან ერთად, მარიხუანას გაცილებით მეტი დადებითი თვისება ახასიათებს, ვიდრე უარყოფითი. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დადებითი თვისებების გამოყენებას მიზეზები სჭირდება. მაგალითად, მარიხუანა არის იდეალური ტკივილგამაყუჩებელი მძიმე დაავადებების დროს. მასშტაბურმა კვლევებმა მისი სამედიცინო სარგებლიანობა საბოლოოდ დაადასტურა. ამის შესახებ წაიკითხეთ აქ.
არსებობს მოსაზრება, რომ მარიხუანა აჩლუნგებს, ამცირებს ადამიანის პროდუქტიულობას და მრავალი სხვა. ეს მოსაზრებებიც ყველა კვლევამ გააბათილა და დამტკიცდა, რომ მარიხუანა მხოლოდ დროებით მოქმედებს ადამიანის გონებაზე.
მთავარი და ყველაზე გავრცელებული მითი კი ისაა, რომ მარიხუანა თავისთავად დიდად მავნებელი არაა, მაგრამ სხვა მძიმე ნარკოტიკებისკენ ხსნის გზას. ეს ე.წ "კარიბჭის" ეფექტია. მკვლევარებმა ეს საკითხიც შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კანაფი და მისი შემცველი ნებისმიერი ნარკოტიკი არ იწვევს სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკების მოთხოვნას. უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ ადამიანს ბუნებრივად აქვს მიდრეკილება მძიმე ნარკოტიკების აღმოჩენისკენ, იგი მარიხუანის მოხმარებით თუ მის გარეშე, მაინც ეცდება მათ მოპოვება-მოხმარებას.
შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ მარიხუანა ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ალკოჰოლი. ეს ბევრჯერ გვითქვამს, ბევრჯერ დაგვიწერია და საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. მარიხუანის მოხმარება-მოყვანისთვის ადამიანებს ციხეში სვამენ, ალკოჰოლი კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მარიხუანა არც გულის დაავადებებს იწვევს და მისით ზედოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია.
ამ სტატისტიკის საპირისპიროდ, ალკოჰოლს მრავალი უარყოფითი გამოვლინება აქვს და პირველ რიგში, გულსა და ღვიძლს უქმნის პრობლემებს. მარიხუანასგან განსხვავებით, ალკოჰოლი იწვევს დამოკიდებულებას და ის ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიაში მოწინავე ადგილზეა. ყველაფერთან ერთად, ალკოჰოლურ სიმთვრალეს ახასიათებს აგრესიულობაც, რომელსაც ყველა შევსწრებივართ ცხოვრების მანძილზე.
იგივე შეიძლება ითქვას სიგარეტზეც, რომელიც სხვადასხვა დაავადებებთან ერთად ფილტვის კიბოს იწვევს.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანაფი ხაზგასმით სასარგებლოა. თუმცა, ვთანხმდებით, რომ არც ალკოჰოლი ან ნიკოტინია სასარგებლო. მაშინ სად გადის ზღვარი, რომელი ნივთიერება უნდა იყოს აკრძალული და რომელი უნდა იყიდებოდეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე?
თვისებებს რომ თავი დავანებოთ, მსუბუქი ნარკოტიკების აკრძალვა ადამიანებს უფრო მავნებელი ალტერნატივებით სარგებლობისკენ უბიძგებს. თქვენ ალბათ გსმენიათ, რა შედეგები მოჰყვება ე.წ ბიოს ან ფსიქოტროპული წამლების მოხმარებას. მათ ადამიანები მხოლოდ იმიტომ ეტანებიან, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ.
ჩნდება კითხვა - რატომ არის აკრძალული ისეთი ნარკოტიკები, რომლებიც ადამიანს მოდუნებასა და გართობაში ეხმარება და რატომ არის ლეგალური ის, რაც მათ სიკვდილს აჩქარებს? - რთული სათქმელია.
გამოსავალი
რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ამ საკითხზე ერთხელ უკვე დავწერეთ. გამოსავალი ძალიან მარტივია. სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს ძალადობრივი პოლიტიკა და ადამიანებს არჩევანის თავისუფლება მისცეს. მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაცია და მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.
ამის თქმის საფუძველს იმ 21 ევროპული ქვეყნის გამოცდილება გვაძლევს, რომლებმაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოახდინეს. მაგალითად, კვიპროსში მარიხუანის მოხმარება არალეგალურია, თუმცა სამედიცინო მიზნებისთვის მისი გამოყენება დეკრიმინალიზებულია. იგივე შეიძლება ითქვას ხორვატიაზეც. გერმანიაში სპეციალური დაწესებულების ნებართვის გაცემის შემდეგ მარიხუანის მოხმარება, გაყიდვა, მოყვანა, ტარება ლეგალურია. რუმინეთსა და იტალიაში, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებაა ნებადართული. ესპანეთში სახლში კანაფის მოხმარებას დანაშაულად ვერავინ ჩაგითვლით. გაყიდვა აკრძალულია, სამაგიეროდ, ადამიანს შეუძლია 6 ძირის მოყვანა.
ევროპული გამოცდილება ასევე გვკარნახობს, რომ ლიბერალიზაციას მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ეფექტი მოჰყვება:
- ნარკოტიკების მომხმარებლების კლება;
- სიკვდილიანობის კლება;
- კრიმინალის კლება;
- პიროვნული თავისუფლება;
- ადამიანებზე ზეწოლის შემცირება;
ეს პოზიტიური ეფექტი ეხება არა მხოლოდ კანაფის, არამედ სხვა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასაც. სახელმწიფომ უნდა გადახედოს ნარკოპოლიტიკას და უნდა მიბაძოს საერთაშორისო პრაქტიკას, რომელთა მიხედვითაც, არ შეიძლება ადამიანები კრიმინალებად აქციო ნარკოტიკების მოხმარების გამო.
მსგავსი სტატიები ამ თემაზე:
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები