გალის ქართველობა გრდემლსა და უროს შორის
ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ-აფხაზური საოკუპაციო რეჟიმი იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, სეგრეგაციის პოლიტიკას აგრძელებს. ადამიანის მორიგი გატაცება 27 იანვარს სოფელ მახუნჯიაში მოხდა, სადაც საკუთარი სახლიდან, შეიარაღებულმა პირებმა 47 წლის გენადი ცატავა იძულებით წაიყვანეს.
თავდასხმა ღამე განხორციელდა, ოჯახში ამ დროს, გატაცებულის 85 წლის დედა და მეუღლე იმყოფებოდნენ. გამტაცებლები ცატავებს „აფხაზ მილიციონერებად“ გაეცნენ და გამოსასყიდის სახით 200 ათასი რუსული რუბლი მოითხოვეს, რაც დაახლოებით 9 ათასი ლარია.
ოთხი დღის განმავლობაში, ცატავები ოკუპირებულ გალში გატაცებულის ადგილსამყოფელის დადგენას უშედეგოდ ცდილობდნენ. შემდეგ მათ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და დახმარება ზუგდიდში ითხოვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაარკვია, რომ გენადი ცატავა გალის იზოლატორში იმყოფება და მას ბრალად,"საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა" ედება.
ოფიციალური თბილისი ცატავას გათავისუფლებას ელოდება და თუ ეს არ მოხდა, ამ საკითხს, 22 თებერვალს, IPRM-ის ოთხმხრივ შეხვედრაზე დააყენებს.
გატაცებულის და, მადონა ცატავა ამბობს:
„აფხაზეთიდან გადმოვედით, რადგან ჩემი ძმა გაიტაცეს. 200 ათასი რუსული რუბლი მოითხოვეს. დედაჩემს უთხრეს ამდენი ფული მოიტანეთ, თორემ 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის შენს შვილსო.“
რუსულ-აფხაზური საოკუპაციო რეჟიმი კვლავ მიზანმიმართულად ცდილობს, გალის ქართველობა მთლიანად მოსწყვიტოს საქართველოს. გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების სრული აკრძალვის შემდეგ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მალე დაიკეტება: ნაბაკევი-ხურჩას და ოტობაია-ორსანტიას "გამშვები პუნქტები, რომლითაც ყოველდღიურად, 1500-მდე გალელი სარგებლობს.
ვინაიდან საოკუპაციო რეჟიმი კარგად აცნობიერებს, რომ ეს შეზღუდვები ავტომატურად გაზრდის, საოკუპაციო ხაზის „არალეგალურად“ გადმოკვეთის სტატისტიკას, მათ შესაბამისად, გაზარდეს საჯარიმო სანქციებიც.
მდინარე ენგურის უსაბუთოდ გადმოკვეთა "რიგით მოქალაქეებს", ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, 215-დან 270 ლარამდე დაუჯდებათ, ხოლო „თანამდებობის პირებს“ – 275-დან 325 ლარამდე.
დღეს, ჯარიმა საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის მხოლოდ 600 რუსულ რუბლს, ანუ 27 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ ორჯერ დაჯარიმებული პირი, ფულს არ გადაიხდის, მას 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ელის.
კონფლიქტოლოგების აზრით, ახალი საოკუპაციო წესები, გალში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებიც განათლებას ზუგდიდის რაიონის სკოლებში იღებენ, ქართულ ენაზე სწავლის საშუალებას მოუსპობს. ასევე უკიდურესად გაართულებს გალელებისთვის უფასო ჯანდაცვისა და სხვა სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში კი დააჩქარებს გალის რაიონის ქართული მოსახლეობისგან დაცლას.
საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, ნილს სკოტმა უკვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები გააძლიერებს „გალის მოსახლეობის იზოლაციას“. უფრო მკვეთრი იყო აშშ-ს ელჩის, იან კელის რეაქცია, რომელმაც საოკუპაციო ხაზი პირადად მოინახულა:
„ჩვენ არ მიგვაჩნია რომ აქ არის რაიმე სახის ზოლი, რომელსაც კონტროლი სჭირდება. ჩვენ ვცნობთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. აქ არ უნდა იყოს არანაირი ე.წ. „გამშვები პუნქტები“, არამედ აქ უნდა ხდებოდეს ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი მიმოსვლა იმ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე, რომ აქ არ არის საზღვარი რომელსაც კონტროლი სჭირდება.
მოდი ძალიან ცხადად ვთქვათ: ეს გავლენას იქონიებს ათასობით ადამიანის კეთილდღეობასა და საარსებო წყაროზე, მითუმეტეს რომ ზოგიერთი მათგანი ამ მდინარის მიღმა მცხოვრები სოციალურად დაუცველია. ჩვენ ვსაუბრობთ მოსწავლეებზე, რომლებსაც მოქმედი გადასასვლელის ჩაკეტვის შემთხვევაში სკოლაში წასასვლელად ავტობუსით 50 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გავლა მოუწევთ;
ჩვენ ვსაუბრობთ მოხუცებზე, რომლებიც ამ გზას სამედიცინო დახმარების მისაღებად იყენებენ; ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახებზე, რომლებსაც საყვარელი ადამიანების ნახვა უნდათ დასაფლავებასა თუ ქორწილში, და ეს არის ძალიან, ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს“.
გასულ კვირას, ოკუპირებული ნაბაკევის ტერიტორიაზე 200-მდე ეთნიკურმა ქართველმა საპროტესტო მიტინგი გამართა და საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი საოკუპაციო რეჟიმისგან მოითხოვენ, რომ ენგურზე არსებული გადასასვლელები არ დაიკეტოს და ახალი საჯარიმო სანქციები ძალაში არ შევიდეს. თუმცა, სოხუმში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.
ამ ფონზე, ოფიციალური თბილისი იძულებულია ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე იფიქროს, ვინაიდან, 15 თებერვალს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი სარემონტოდ გაჩერდება და აფხაზეთს სრული ჩაბნელება ემუქრება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები