შიმპანზეებმა ტირან ალფას რევოლუცია მოუწყეს, მოკლეს და შეჭამეს
დილის დადგომასთან ერთად მკვლევარები, პრუტსი და მისი კოლეგები საოცარ სანახაობას შეესწრნენ: ფონგოლის მამრები და მდედრები ერთ შიმპანზეს ასისხლიანებდნენ, გენიტალიებს აგლეჯდნენ და ჭამდნენ კიდეც...
ყურადღება: სუსტი გულის ადამიანები აქვე დაგვემშვიდობეთ.
შიმპანზეებისთვის ძალადობა უცხო რომ არაა, მკვლევარებმა 2013 წლის სენეგალის ინციდენტის დროს აღმოაჩინეს. კონფლიქტები შიმპანზეებისთვის სისხლიანად სრულდება, მაგრამ ასეთი სასტიკი მკვლელობა მაინც იშვიათია.
"წარმოუდგენლად რთული იყო საყურებლად. მომდევნო სამი დღის განმავლობაში თავიდან არ ამომდიოდა ეს სანახაობა", - ამბობს ჯილ პრუტსი, აიოვას უნივერსიტეტის ანთროპოლოგი.
2007 წელს ფუდუკო 30-ზე მეტი დასავლელი შიმპანზეების ლიდერი იყო. საუბარი ფონგოლიში, სენეგალის სავანაში მცხოვრებ პრიმატებზეა. დაახლოებით 5 წლის წინ ფუდუკოს პოპულაციის სხვა წევრები აუჯანყდნენ და გარიყეს. ხანგრძლივი იზოლაცია საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა, რისი მიზეზიც მდედრებისთვის კონკურენცია უნდა იყოს.
"მტრების დახოცვა ადვილად ასახსნელია, მაგრამ საკუთარი მეგობრებისა - თავსატეხი. კოოპერაციასა და კონფლიქტს შორის ძალიან საინტერესო დაძაბულობაა", - ამბობს მაიკლ უილსონი მინესოტას უნივერსიტეტიდან.
პრიმატების პოლიტიკა
პრუტსი და მისი კოლეგები 2005 წლიდან გულმოდგინედ სწავლობენ ფონგოლის შიმპანზეებს - ამასობაში პრიმატებიც მიეჩვივნენ თვალთვალის რეჟიმში ცხოვრებას.
პრუტსის დაკვირვებებმა გამოავლინა, რომ შიმპანზეების ყოველდღიური ცხოვრება სავსეა პოლიტიკით. მათ კომუნებს ალფა მამრები და მამრთა კოალიციები ხელმძღვანელობენ. მდედრები სექსუალურად მომწიფების მიღწევის შემდეგ ახალი ჯგუფების შექმნისთვის იბრძვიან, მამრები კი პირველობისთვის ბრძოლას იმ კომუნაში ამჯობინებენ, სადაც დაიბადნენ. პრუტსის თქმით, ადამიანების თვალწინ ჩვეულებრივი საპნის ოპერა თამაშდება.
2005 წელს პრუტსმა და მისმა გუნდმა ალფა მამრი, ფუდუკო ამოიცნეს. შეკრული წარბების, სიმკაცრისა და იმპერიული გამომეტყველების გამო ამ შიმპანზეს ერთ-ერთმა მკვლევარმა სადამი უწოდა.
2007 წლის სექტემბერში ფუდუკომ ძალაუფლება დაკარგა. მისი უმცროსი მეთაური, სახელად მამადუ ფეხის საშინელი დაზიანების გამო დაკოჭლდა, რამაც ბელადის გავლენა დაასუსტა. ახალგაზრდა მამრებმა 2008 წლის მარტში დიქტატორი თავიდან მოიშორეს. ფუდუკო გაქრა და პრუტსმა და მისმა კოლეგებმა იფიქრეს, რომ ის მოკვდა.
პრუტსისთვის შოკი იყო, როცა ფუდუკო ცხრა თვის შემდეგ ფონგოლიში დაბრუნდა. ის მოშორებით დასახლდა და პოპულაციის სხვა წევრებს ემალებოდა. ყოფილი დიქტატორი ცდილობდა, ახალ ალფა მამრთან, მამადუს ძმა დევიდთან ურთიერთობა აღედგინა.
მიუხედავად იმისა, რომ მამადუ და დევიდი კეთილგანწყობით შეხვდნენ ფუდუკოს დაბრუნებას, ახალგაზრდა მამრები კვლავ ღიზიანდებოდნენ მისი დანახვით. აგრესიული შიმპანზეები რეგულარულად სდევნიდნენ ფუდუკოს კომუნიდან და თავს ესხმოდნენ უცნაური შეძახილებით, რომელთა მნიშვნელობასაც მკვლევარები ვერ ხსნიდნენ.
დანაშაულის ადგილი
2013 წლის 15 ივნისს გარიჟრაჟზე პრუტსსა და მის ასისტენტს, მიშელ სადიახოს უცნაური ხმები მოესმათ: შიმპანზეები სწრაფად გადაადგილდებოდნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან სამხრეთისკენ და ქაოსურად ყვიროდნენ. მალარიით დაავადებულმა პრუტსმა ვერ შეძლო სანახაობისთვის თვალის დევნება, ამიტომ მათ სადიახო გაჰყვა.
სადიახოს შემაძრწუნებელი სცენა დახვდა: ფუდუკო, 17 წლის შიმპანზე, გაუნძრევლად იწვა, ხელები ნაკბენებით ჰქონდა დაფარული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ორი შიმპანზე აკავებდა, სანამ სხვები თავს ესხმოდნენ. ფეხზე ღია ჭრილობა შემზარავად ჩანდა. ფონგოლის მამრები და მდედრები კი ყელს უგლეჯდნენ და ნაწილობრივ კანიბალიზმსაც ჰქონდა ადგილი...
თუმცა, ყველა შიმპანზეს ასეთი სისასტიკე არ გამოუხატავს. მაგალითად, მამადუ ძველი მოკავშირის გამოფხიზლებას ცდილობდა. მეცნიერების გასაკვირად, მდედრი, რომელიც ყველაზე აქტიურად ძალადობდა ყოფილ მეთაურზე, მამადუს და დევიდის დედა იყო.
პრუტსისა და მისი კოლეგების ვარაუდით, ფუდუკოს მკვლელების მოტივი მდედრებისთვის მძაფრი კონკურენცია გახდა. სადიახოს აზრით, ფუდუკომ ფლირტი სცადა ერთ-ერთ მდედრთან. იმის გამო, რომ ფონგოლიში მამრები მდედრებზე მეტნი არიან, ასეთი მცდელობა ძალიან ცუდად დასრულდა.
ვგავართ შიმპანზეებს სისასტიკით?
შიმპანზეების კანიბალიზმი 1970-იანებშიც დაფიქსირებულა. მაგალითად, ერთმა ზრდასრულმა მდედრმა ყველა მამრი დაასახიჩრა და შემდეგ გენიტალიები მოაჭამა, მაგრამ შეგვიძლია თუ არა ამ ფაქტების გათვალისწინებით ადამიანების ბუნებაზე ვისაუბროთ - კვლავ დავის საგანია.
პრუტსი ამბობს, რომ ადამიანები კომპლექსური არსებები არიან, ასე რომ, ასე პირდაპირ მათზე პრიმატების ძალადობის საკითხს ვერ გადმოვიტანთ.
საყურადღებოა ისიც, რომ შიმპანზეებსა და ადამიანებს კიდევ ერთი რამ განასხვავებთ.
როცა შიმპანზეები საბოლოოდ დაიშალნენ აგრესიული ეპიზოდის შემდეგ, პრუტსმა და მისმა კოლეგებმა ფუდუკო დაასაფლავეს.
დარჩენილი შიმპანზეები ერთმანეთს ამშვიდებდნენ და ამავე დროს, ზუსტად ვერ ხვდებოდნენ რა მოხდა. ფუდუკოს საფლავის მიმართულებით მთელი ღამე ისმოდა ფონგოლის პოპულაციის შეძახილები.
"მათ ძალიან ეშინოდათ გვამის, არ ესმოდათ სიკვდილის კონცეპტი და მისი გარდაუვალობა", - ამბობს პრუტსი.
ამ შემთხვევის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ დამკვირვებლებმა ახლაღა გაასაჯაროეს ჩანაწერები. შიმპანზეების ჯგუფზე დაკვირვება გრძელდება, მომავალში კი შეიძლება ასეთი ძალადობრივი ეპიზოდი კიდევ განმეორდეს. შიმპანზეებმა მამადუ ჯგუფიდან გარიყეს, დევიდი ისევ ალფა მამრია, მაგრამ მასაც დაესხნენ რამდენჯერმე თავს. მომავალ მოვლენებზე დაკვირვება მეცნიერებს იმის დადგენაში დაეხმარებათ, ფუდუკოს შემთხვევა ერთეულია - თუ ჩვეულებრივი სცენარი.
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
კომენტარები