აშშ-ის ახალმა ელჩმა გაეროში რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა, აშშ-ის ახალმა ელჩმა გაეროში, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, ხუთშაბათს, რუსეთი გააკრიტიკა. ინფორმაცის CNN ავრცელებს.
ნიკი ჰეილიმ მოსკოვს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის, სანამ მოსკოვი ყირიმს არ დატოვებს:
"შეერთებული შტატები კვლავ გმობს და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია. ყირიმი უკრაინის ნაწილია. ჩვენი სანქციები მანამ დარჩება ძალაში, სანამ რუსეთი ნახევარკუნძულზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს."
"სამწუხაროა, რომ ჩემს პირველ სხდომაზე გაეროში რუსეთის აგრესიული ქმედებები უნდა დავგმო. ჩვენ ნამდვილად გვინდა ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან, თუმცა საზარელი სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მოითხოვს რუსეთის ქმედებების ცხად და ძლიერ დაგმობას. ეს ძალადობის ესკალაცია უნდა დასრულდეს." - განაცხადა ჰეილიმ.
ჰეილისა და ტრამპის რიტორიკაში არსებითი განსხვავება შეინიშნება. წყარომ CNN-ს უთხრა, რომ თეთრი სახლი წინასწარ იცნობდა ელჩის სიტყვას და რომ ჰეილის არანაირი შენიშვნა არ მიუღია. ამავე წყაროს ცნობით, ჰეილიმ ელჩის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვის პროცესშიც და პირად საუბრებშიც, არაერთხელ განაცხადა მისი დამოკიდებულების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორიც რუსეთია. მისი ხედვა კი, როგორც ჩანს განსხვავდება იმისგან, რაზეც პრეზიდენტი ტრამპი კამპანიის დროს საუბრობდა.
ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ეღიარებინა. ინაუგურაციამდე და მას შემდეგ, ტრამპი კიბერ თავდასხმებში რუსეთის მონაწილეობას არ აღიარებდა, რამაც მოსკოვთან მის ურთიერთობებზე ეჭვები გააჩინა.
2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. უკრაინა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნახევარკუნძულის დაბრუნებას მოითხოვს, თუმცა მოსკოვი ამბობს, რომ საკითხი გადაწყვეტილი და სამუდამოდ დახურულია.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები