სარეზერვო ფონდიდან საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა
2016 წლის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის 5 953 741 ლარი გამოიყო. ამ თანხის დიდი ნაწილი - 5 389 554 ლარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით ღონისძიებებს მოხმარდა. დარჩენილი 564 187 ლარი კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატსა და საქართველოს საელჩოს ავსტრალიის თანამეგობრობაში გამოეყოთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 450 277 ლარი გერმანულ გაზეთებში (Suddeutsche Zeitung, Die WELT, Frankfurter Allgemeine Zeitung FAZ) საქართველოს მხარდამჭერი სტატიების, რუბრიკებისა და პუბლიკაციების განთავსების მიზნით გადაერიცხა. საქართველოს საელჩოს ავსტრალიის თანამეგობრობაში - 113 910 ლარი - რა მიზნით გადაერიცხა უცნობია. განკარგულება, რომელიც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობისთვის არის მითითებული, სხვა საკითხს ეხება.
მთავრობამ ევროპულ და ევრაოატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებისთვის 7 განკარგულება გამოსცა, რომლითაც ჯამში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხუთ მილიონზე მეტი გამოიყო.
ამ თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი - 2 756 859 ლარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მიიღო. 1 683 254 ლარი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, 2016 წლის განმავლობაში კომპანია Cambre Associates-ის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას მოხმარდა. 254 930 ლარი ბათუმში 2016 წლის 14-15 ივლისს საერთაშორისო კონფერენციას - საქართველოს ევროპული გზა. დარჩენილი - 818 675 ლარი კი 2016 წლის სექტემბერში საქართველოში გამართული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას.
2016 წლის სექტემბრის ღონისძიებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატმა, თავდაცვის სამინისტრომ, ანსამბლმა რუსთავი და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ჯამში მათ 103 776 ლარი შეხვდათ.
ამავე ღონისძიებისთვის საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ 290 734 ლარი მიიღო. 100 743 ლარი კი - 2016 წლის 4-17 აპრილს ნატოს კვირეულისა და 2016 წლის 8-24 მაისს ევროპის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
სარეზერვო ფონდიდან 2 137 442 ლარი საქართველოს მთავრობის ადმინსიტრაციას გამოეყო. მთავრობის განკარგულებით, ადმინისტრაციას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები - 2 041 034 ლარი - დაუფინანსდა. თუმცა განკარგულებაში #212, რომელიც მითითებულია გადარიცხული თანხის საფუძვლად, გამოყოფილ თანხად 216 334 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია მითითებული.
მთავრობასვე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურებისთვის, სარეზერვო ფონდიდან 96 408 ლარი გამოეყო.
მთავრობის ადმინისტრაციის განკარგულებებისა და საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებების საფუძველზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 2016 წელს 172 872 655 ლარი დაიხარჯა. თანხის გადასარიცხად სულ 61 განკარგულება და ბრძანება გამოიცა.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები