დიმიტრი ქუმსიშვილისა და კვირის პალიტრის საერთო კომპანია და მინისტრის სხვა ქონება
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობის პირის დეკლარაცია 2017 წლის 31 იანვარს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მას ჰყავს ცოლი - ნატალია თევდორაშვილი და შვილები ირაკლი და ნინო ქუმსიშვილები.
ქუმსიშვილს, დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ნაღდი ფულის სახით 48 ათასი ლარი ჰქონდა, მის ანგარიშზე ირიცხებოდა 4 527 ამერიკული დოლარი და 20 234 ლარი, მის ცოლს კი - 9 780 ეევრო. გასულ წელს მინისტრმა იჯარიდან შემოსავალი 8 791 ლარი მიიღო და იპოთეკური სესხის დასაფარად ბანკ ქართუში 18 253 ამერიკული დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ხელფასი 2016 წელს 2 500 ლარი იყო, მინისტრის შემოსავალი კი - 120 035 ლარი. ამ თანხიდან 68 224 ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე მიღებული ხელფასია, ათჯერ უფრო ნაკლები - 6 781 ლარი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მიღებული შემოსავალია, დარჩენილი 45 030 საკუთარი კომპანიისგან - შპს რეშენალ სოლუშენსი-სგან მიიღო, რომლის 10 პროცენტსაც ის ფლობს. ამ კომპანიას დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად შპს კვირის პალიტრა (გაზეთი კვირის პალიტრის გამომცემელი) ფლობს, რომლის დირექტორიც 2012 წლის ოქტომბრამდე, თითქმის ერთი წლის განმავლობაშიც თვითონ იყო. შპს რეშენალ სოლუშენსის სახელზეა რეგისტრირებული ვებგვერდი - hotsale.ge.
კომპანიის 10 პროცენტიანი წილი ქუმსიშვილს 2012 წლის ივნისიდან აქვს. მისი შემოსავალი ამ კომპანიიდან 2013 წელს - 8 700 ლარი იყო, 2014 წელს - 19 475 ლარი, 2015 წელს კი - 39 900 ლარი. დანარჩენი 90 პროცენტიანი წილის მფლობელი შპს კვირის პალიტრა კი, გაზეთ კვირის პალიტრის გარდა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის (15%), რადიო პალიტრას (100%), ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის (100%) წილებს ფლობს.
დეკლარაციის მიხედვით, მინისტრი ფლობს თბილისში 3 ბინას - თამარ მეფის გამზირზე (120 მ2), შარტავას ქუჩაზე (189 მ2) და ჯიქიაზე (91 მ2). გარდა ამისა, საცხოვრებელ სახლს თბილისში ლამისყანის ქუჩაზე (312 მ2) და თეთრი წყაროს რაიონში, მიწის ნაკვეთებს თბილისსა (451 მ2) და თეთრი წყაროს რაიონში (7 955 მ2). მინისტრის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი (მერსედეს ბენცი), რომელიც 2012 წელს 18 ათას ამერიკულ დოლარად იყიდა. ცოლ-ქმარს ქონება ქუმსიშვილის მინისტრად დანიშვნამდე აქვთ ნაყიდი.
მის ცოლს კი ეკუთვნის: 2 ბინა თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩასა (604 მ2) და ქავთარაძის (58 მ2) ქუჩაზე. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთებს დაბა წყნეთში (1 207 მ2).
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები