ზოგიერთი სიგნალი, რომელსაც ცხოველები იყენებენ კომუნიკაციისთვის, აშკარაა. ჩიტები მღერიან. ლომები ღრიალებენ. თუმცა, არსებობს სიგნალების მთელი კატეგორია ბუნებაში, რომელთაც ადამიანები უიშვიათესად შენიშნავენ. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, თევზის ერთ-ერთი სახეობა ქიმიურ სიგნალებს მტრების მიმართ აგრესიულად აგზავნის... არც მეტი, არც ნაკლები, შარდის საშუალებით.

მეცნიერებმა განაცალკევეს დიდი თევზი პატარისგან გამჭვირვალე გამყოფის საშუალებით. გამყოფის ნახევარ ნაწილში იყო ხვრელები, რათა წყალს წინ და უკან მოძრაობის საშუალება ჰქონოდა. მკვლევრებმა შემდეგ თევზს იისფერი საღებავი შეუყვანეს, რის შედეგადაც შარდმა კაშკაშა ლურჯი ფერი მიიღო. თევზებმა ერთმანეთის დანახვისთანავე ფარფლები ასწიეს სწრაფად გაეშურნენ გამყოფისაკენ.

მყარი ბარიერით გამოყოფილ თევზებს არ შეეძლოთ მათი ოპონენტების შარდის დაფიქსირება. თავიანთი სიგნალის გასავრცელებლად მათ ბევრად მეტი შარდი გამოყვეს. ქიმიური სტიმულატორების გარეშე, რომელთაც შარდი გამოყოფს, პატარა თევზებმა ხშირად სცადეს დიდ ოპონენტებზე თავდასხმა.

მეცნიერები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შეიძლება კომუნიკაციის სხვა გზებიც არსებობდეს. ქიმიური სიგნალების გარდა, ცხოველები სეისმურ ვიბრაციებს, ელექტრობასა და ულტრაიისფერ სინათლეს იყენებენ. ვიზუალურ სიგნალებს სამეცნიერო სამყარო უკვე კარგად იცნობს, ამჟამად მეცნიერების მთავარი კვლევის საგანი კომუნიკაციის აქამდე უცნობი ხერხებია.