ერთად კარგია - შარშან ამ სლოგანით გამოუშვა ახალი ვიდეორგოლი კოკა-კოლამ.

ახალ რეკლამაში ჩანს, რომ ცნობილ სიმღერას America the Beautiful სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთად მღერიან.

კოკა-კოლას ვიდეო წელს Super Bowl 2017-ზე ხელახლა გავიდა და ის დონალდ ტრამპის მიგრანტების მიღების პროგრამის შეჩერებას მიეძღვნა, რომლის მიხედვითაც ამერიკა ლტოლვილთა მიღებას 120 დღით აჩერებს, ასევე ბრძანებულებას, რომელიც შვიდი მუსლიმური ქვეყანის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლას 90 დღის განმავლობაში უკრძალავს.