ნახეთ: Super Bowl-ის წლევანდელი რეკლამები ტექ. სფეროდან
Super Bowl ამერიკული ფეხბურთი სეზონის ბოლო თამაშია, რომელშიც ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ირკვევა. ეს მატჩი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ტელეპროდუქტია, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანი უყურებს, მაგალითად 2015 წელს თამაშს 114.5 მილიონი ადამიანი უყურებდა. ამ თამაშის ტრანსლაციის დროს კომპანიები განსაკუთრებულ რეკლამებს იღებენ, რომელიც ბოლო ათწლეულებში ერთგვარ კულტურად ჩამოყალიბდა.
გამონაკლისი არც წელს ყოფილა და შესაბამისად, წარმოგიდგენთ იმ რეკლამებს, რომლებიც წლევანდელ Super Bowl-ზე ნახა მაყურებელმა - კონკრეტულად კი, ტექნოლოგიურ სფეროსთან დაკავშირებულ რგოლებს.
1. GoDaddy
დომეინების რეგისტრაციისა და ჰოსტინგის კომპანია.
რგოლის მთავარი პერსონაჟი ინტერნეტია, რომელსაც ყველაფერი მოსწონს, კატები, კრეატიულად გაკრეჭილი ბუჩქები, პანდები და ტროლებიც კი. და ამიტომ ითხოვს უფრო მეტი რამ შევთავაზოთ. "ინტერნეტს უყვარს ყველაფერი, რასაც აკეთებთ. შექმენით საიტი ერთ საათში GoDaddy-ზე."
2. Intel 360°
გამეორების ტექნოლოგია, რომელიც სპორტულ თამაშებში გამოიყენება.
ამ რგოლის მთავარი გმირი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი ტომ ბრეიდია, რომლის ყოველდღიური რუტინა Intel 360°-ის ტექნოლოგიის საშუალებით ეპიკური ხდება.
3. Wix
ვებსაიტების შესაქმნელი სერვისი.
სანამ ჯეისონ სტეტჰემი და გალ გადოტი რესტორანს ანადგურებენ, თქვენ მშვიდად და წყნარად შეგიძლიათ საიტის აწყობა. ხოლო როცა რესტორნის აღდგენა შეუძლებელია, პატარა სტარტაპის ვებგვერდიც ასევე ადვილად იქმნება.
4. Airbnb
ბინების ქირაობის აპლიკაცია.
Airbnb-ის მომხმარებელი მთელს მსოფლიოში ჰყავს და შესაბამისად, მისი მესიჯი ყველა ადამიანს ეკუთვნის. კომპანიის ახალი რეკლამა ტრამპის პოლიტიკასა და ზოგადად არატოლერანტულობას ეხმაურება. "სამყარო უფრო ლამაზია, როცა ერთმანეთის მიმართ მიმღებლები ვართ."
5. Nintendo Switch
ვიდეო თამაშების კონსოლი.
აქ განსაკუთრებული არაფერია, ნინტენდომ გადაწყვიტა ახალი კონსოლი ძველი და ლეგენდარული თამაშით გააპიაროს.
6. Hyundai
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია.
Hyundai-მ სარეკლამო რგოლი პირდაპირ თამაშის მიმდინარეობისას ჩაწერა და მისი დამთავრებისთანავე გაუშვა ეთერში.
რგოლში ვხედავთ ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც 360 გრადუსიანი კამერის საშუალებით სტადიონზე საყვარელი ადამიანების გვერდით აღმოჩნდნენ და მათთან ერთად უყურეს თამაშს.
7. T-Mobile
მობილური ოპერატორი
სნუპი, მარტა სტიუარტი და სიტყვების თამაში მარიხუანაზე.
8. Sprint
მობილური ოპერატორი
ვერაიზონის (კონკურენტი მობილური ოპერატორის) კლიენტი თავის სიკვდილს ათამაშებს, რათა არსებულ კონტრაქტს თავი დააღწიოს. ამ დროს მასთან Sprint-ის წარმომადგენელი მიდის და ეუბნება, რომ მათ ქსელზე გადართვის შემთხვევაში, ყველაფერი გაცილებით ადვილად მოგვარდებოდა.
9. Google Home
ვირტუალური ასისტენტი.
Google-ის ახალი მოწყობილობა თქვენს ხმოვან ბრძანებას მოისმენს და შეასრულებს, აანთებს შუქს, ჩართავს მუსიკას, გიკარნახებთ რეცეპტს ან ფრაზას სხვა ენაზე და გაგიადვილებთ ცხოვრებას.
10. Mobile Strike
ვიდეო თამაში სმარტფონებისთვის.
"I'm Back" - არნოლდ შვარცნეგერი დაბრუნდა და ის მთელ არმიას აკონტროლებს, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენებსა და გამანადგურებლებს. არნი ტერმინატორის საფირმო ფრაზით: "Hasta la vista, baby"-ით ემშვიდობება მტრულად განწყობილ ვერტმფრენებს.
11. Ford
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია.
"გამოუვალი სიტუაციები არავის უყვარს, ამიტომ ფორდი ქმნის ახალ საშუალებებს, რომლებიც ცხოვრებაში წინსვლისთვის დაგეხმარებათ." ველოსიპედების გაზიარების სერვისი, ელექტრო მანქანები, თვითმართული მანქანები და ა.შ. ფორდის ახალი პროდუქტებია.
12. Audi
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია.
აუდის წლევანდელი რეკლამა გენდერულ თანასწორობას ეხება. "რა ვუთხრა ჩემს ქალიშვილს? რომ ბაბუა უფრო ძვირფასია, ვიდრე ბებია? რომ მამა სჯობს დედას? და რომ მიუხედავად მისი განათლებისა და უნარებისა, ის ყველა კაცთან შედარებით მეორეხარისხოვანია? ან იქნებ სხვა რამე ვუთხრა?" - აუდი გვამცნობს, რომ მისი ყველა თანამშრომელი, განურჩევლად სქესისა, იღებს თანაბარ ანაზღაურებას.
13. Squarespace
დომეინების რეგისტრაციის სერვისი.
ჯონ მალკოვიჩს თავისი სახელობის დომეინი არ აქვს, რადგან ვიღაცამ დაასწრო და იყიდა. Squarespace მოგვიწოდებს მანამდე ვიყიდოთ ჩვენი სახელობითი დომეინები, ვიდრე ჩვენც იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
ასევე იხილეთ:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
დისკუსია: რომელია თქვენი ფავორიტი რეკლამა?