ცხინვალისა და დრანდის ციხეების ქართველი ტყვეები
ამერიკის ხმის სტატია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისა და მათი საქმეების შესახებ.
რუსულ-ოსურმა საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში, საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი რუსმა ოკუპანტებმა 2016 წლის 8 ივნისს გაიტაცეს.
39 წლის გიუნაშვილი ოკუპირებულ სოფელ დისევის მკვიდრია. გორის რაიონის ეს სოფელი, რომელიც ცხინვალიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, 2008 წლის აგვისტოში, ოკუპანტებმა მთლიანად გადაწყვეს. 300 გადამწვარი სახლიდან ერთ-ერთი გიუნაშვილების იყო.
მას შემდეგ, გიუნაშვილი ცხინვალელ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სოფელ ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. შარშან, ივნისში გიორგიმ ნასახლარის მონახულება გადაწყვიტა, რომელიც ზედ საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, გიუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. თავდაპირველი ბრალდება ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ იყო, თუმცა, მალევე, „ტერორიზმის მუხლით“ შეიცვალა.
საოკუპაციო რეჟიმი გიუნაშვილს ბრალს სდებს, რომ თითქოს იგი, "2004 წლიდან იყო, სოფელ დისევის „თავდაცვის ჯგუფის“ წევრი. 2007 წელს, მეზობელ სოფელ ხელჩუაში ხელყუმბარა ააფეთქა და 2008 წლის აგვისტოში, ოსები დაცხრილა, რასაც ერთი სიცოცხლე შეეწირა".
20 წლიანი განაჩენი გიუნაშვილს, რომელიც რუსულად საერთოდ ვერ საუბრობს, ცხინვალში, 3 თებერვალს გამოუტანეს. დისევიდან დევნილი ტარიელ ოქროპირიძე ამბობს, რომ ასეთი აბსურდული ბრალდება ნებისმიერ დისეველს შეიძლება წაუყენონ.
„არაფერი დაუშავებია. გორის რაიონს ჰყოფს მაგის სახლი დაახლოებით რვა მეტრით. სახლში მივიდა და იქ დააკავეს. არავითარი ტერორისტი ის არ არის. არსად უმუშავია, რასაც აბრალებენ. ყველა ბრალდება აკიდებული აქვს, ნებისმიერი ჩვენგანი რო დაიჭირონ, ზუსტად ეგრე უზამენ.“
20 წლიან სასჯელს იხდის ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავაც. იგი ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დაიჭირეს. ლუკავა სამი გარდაცვლილი შვილის საფლავს წმენდდა.
52 წლის გიორგი ლუკავა აფხაზეთის ომის მონაწილეა. სოხუმის დაცემის შემდეგ, მრავალშვილიანი ოჯახი, რვა შვილი და მეუღლე ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში გადმოიყვანა და სამხედრო პოლიციაში დაიწყო სამსახური.
აფხაზები მას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევენ და 1994 წელს, სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მოგვიანებით, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დაიღუპნენ.
სწორედ ამ ბრალდებით გაასამართლეს გიორგი ლუკავა 1996 წელს, როცა ის პირველად ჩავარდა ტყვედ. იგი სასტიკად აწამეს, 12 წელი მიუსაჯეს, თუმცა, დრანდის ციხეში მხოლოდ სამი წელი გაატარა და 1999 წელს, ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა.
ლუკავას მეორე ტყვეობის პერიოდში, 1994 წელს თაგილონის გატაცების გარდა, იმავე პერიოდში, გუდაუთაში მომხდარი მკვლელობებიც „მიაწერეს“. ჯერ 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს. არაოფიციალური ინფორმაციით კი 2015 წლის დეკემბერში, მას დრანდის ციხის ბუნტში მონაწილეობის გამო, უკვე უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული.
2016 წლის მარტში, ქართულ-აფხაზურ-ოსურ მხარეებს შორის, პატიმართა დიდი გაცვლის დროს, გიორგი ლუკავა ბოლო მომენტში უკან საკანში მიაბრუნეს. მეუღლე ლალი ბასარია ამბობს, რომ ქმრის გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა და იგი სასტიკად არის ნაწამები:
„წამების ნიშნები ორივე ფეხზე აქვს. ერთი ღამე ერთი ფეხით ჰყავდათ ჩამოკიდებული, მეორე ღამე - მეორე ფეხით. ე.წ „შტირითაც“ არის ნაწამები, გაცხელებულ რკინას რო ადებნენ, ეს ყველაფერი ეტყობა ტანზე.“
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ცხინვალში, გიორგი გიუნაშვილისადმი წაყენებული "ბრალდებები", არის გამოგონილი, ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული და უწყება „ყველაფერს გააკეთებს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად“, პარალელურად, სუს-ი აგრძელებს მუშაობას დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების მიზნით.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები