საქართველოს ბანკი უარყოფს რუსთავის აზოტის შეძენასა და ეუ ინვესტმენტთან კავშირს. ამის შესახებ On.ge-ს ბანკის პრესსამსახურმა განუცხადა:

"საქართველოს ბანკის მფლობელობაში არ არის რუსთავის აზოტი. არ გვიყიდია და არ ვფლობთ ამ კოპანიას. საქართველოს ბანკს არანაირი შეხება არ აქვს არც ეუ ინვესტმენტთან."

რუსთავის აზოტის გათავისუფლებულ თანამშრომლები და მათ მხარდამჭერები, დღეს საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობისგან მოითხოვდნენ სამსახურში აღდგენასა და ახალ შრომით კონტრაქტებს. მათი თქმით, მათ დადასტურებული ინფორმაცია აქცთ, რომ ქარხანას საქართველოს ბანკი ფლობს.

აზოტის წარმომადგენლის, ლევან ბურდულაძის თქმით, შპს რუსთავის აზოტის ქონება გასული წლის სექტემბერში გაიყიდა. ქონება შეიძინა სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტის დამფუძნებელმა კომპანიამ, ეუ ინვესტმენტმა. დღეს, თბილისში გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რუსთავის აზოტი ნამდვილად საქართველოს ბანკის საკუთრებაშია.