ნახეთ: 2017 წლის იანვრის ყველაზე საინტერესო დიზაინები
2017 წელი ახლახან დაიწყო, მაგრამ უკვე უამრავი საინტერესო პროექტის მომსწრე გავხდით. დაუღალავად მუშაობენ დიზაინერებიც, რომლებმაც უკვე შეძლეს და ერთ თვეში საინტერესო ნამუშევრები შემოგვთავაზეს.
გთავაზობთ ამ დროისთვის შექმნილ ყველაზე საინტერესო პროდუქტებს ან პროტოტიპებს.
ბოინგის თვითმართული ავტომობილი
თუ ოდესმე თვითმფრინავით გიმგზავრიათ და მით უმეტეს ეკონომკლასით, ალბათ შურით შეგივლიათ თვალი ბიზნესკლასის სავარძლებისთვის, რომლებიც სტანდარტულ დასაჯდომ ადგილებთან შედარებით სამეფო ტახტებს ჰგავს. თუ აეროპორტში რამდენიმესაათიანი გადაჯდომა გიწევთ, შეიძლება ლაუნჯში შესვლაც მოგინდეთ, მაგრამ უცებ აღმოაჩინოთ, რომ იქ მარტო განსაკუთრებულ მგზავრებს უშვებენ. ახლა ამ ყველაფერს ფუფუნების კიდევ ერთი საგანი ემატება - ბოინგის თვითმართული ავტომობილი, რომელიც ბიზნესკლასის მგზავრებს მოემსახურება. ამაზე მეტი კომფორტი როგორღა უნდა შექმნა?!
ჭკვიანი სარკე
ჯუნო უფრო მეტია, ვიდრე ჭკვიანი სარკე. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ბუნებრივ განათებასთან მიახლოებულ პირობებში გაიკეთოს მაკიაჟი. ქალების უმრავლესობა მაკიაჟს არასწორი განათების პირობებში იკეთებს, ხარვეზები კი მხოლოდ მზის შუქზე გასვლის დროს ჩანს.
დრონი ლინუსი
დრონი ლინუსი არის დრონი, რომელიც შექმნილია ღია სივრცეში მწვანე საფარის მონიტორინგისათვის და ამოწმებს, რამდენად კარგად არის მორწყული ან რამდენად ჯანსაღია მცენარე. ის სივრცეში მოქნილად გადაადგილდება. როგორც ჩანს, მომავალში მებაღეებს რობოტებიც დაეხმარებიან. სად იყვნენ ეს დრონები 2012 წლამდე? სავარაუდოდ, ინჟინრების ტვინებში.
მობილური სარეცხი მანქანა
სვოში მოწყობილობაა, რომელიც ყველა ტიპის სათლზე შეიძლება მიამაგრო და ჩვეულებრივი საოჯახო ნივთი სარეცხ მანქანად გადაიქცევა. მას აქვს მოძრავი ძრავა და სპეციალური შიდა კონტეინერი, რომელშიც თქვენი ტანსაცმელი ან სხვა სარეცხი თავსდება. ეს მოწყობილობა სახლისთვისაც კარგია და მოგზაურობისთვისაც, განსაკუთრებით, ლაშქრობების მოყვარულებს გამოადგებათ.
ლოჰასის საწოლი
არსებული ტრადიციული ჰოსპიტალური საწოლებიდან პაციენტების ეტლში გადასაყვანად მინიმუმ სამი ადამიანია საჭირო. ლოჰასის საწოლი კი მხოლოდ ერთი ადამიანის დახმარებას ითხოვს. აწევა საჭირო არაა, რადგან საწოლი მარტივად გარდაიქმნება ეტლად. ამ ტექნიკის დახმარებით მწოლიარე ადამიანის გადაადგილება უფრო ადვილია, რაც მეტ სუფთა ჰაერსა და მეტ მზის შუქს ნიშნავს მათთვის, ვისაც გამოჯანმრთელება სჭირდება.
გეომეტრიული საათი
ეს საათი მათთვისაა, ვისაც უნდა ჰქონდეს მინიმალისტური, თუმცა თვალისმომჭრელი საათი. იგი გლუვია, თუმცა დეტალიზებული. თავის თავში მოიცავს სრულყოფილების ყველა კომპონენტს. მისი დიზაინზე იმუშავეს მათემატიკოსებმა, არქიტექტორებმა და ინჟინრებმა.
ყველაზე პრაქტიკული კალენდარი
წარმოუდგენლად დიდი, ჯადოსნური, განახლებადი, მრავალჯერადი გამოყენების კალენდარი. სამაგიდო ინსტრუმენტი სტუდენტებისთვის, მეწარმეებისთვის და შემოქმედი ადამიანებისთვის.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები