თურქეთი საქართველოსგან ფეთულა გიულენის სკოლების გადაცემას ითხოვს
ბათუმში, რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლისთვის აკრედიტაციის შეჩერების შემდეგ, კიდევ უფრო ბუნდოვანია თურქი თეოლოგისა და მქადაგებლის, ფეთულა გიულენის მოძრაობა ჰიზმეთის, ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის მომავალი საქართველოში. ეს ქსელი საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთ უნივერსიტეტსა და ექვს საშუალო სკოლა-ლიცეუმს მოიცავს.
თურქეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ მის მიერ ტერორისტად შერაცხული გიულენის ქსელის უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაციას გეგმავს. ამ მიზნით, თურქეთის პარლამენტმა შარშან მაარიფის ფონდი (Maarif Foundation) დააარსა.
ხისტი დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ, სწორედ ამ სახელმწიფო ფონდის მმართველობაში გადავიდა გიულენის ქსელის სკოლები აფრიკისა და აზიის რამდენიმე სახელმწიფოში, მათ შორის პაკისტანში, სომალიში, სუდანში, გვინეასა და გაბონში.
ახალი სამიზნე საქართველოა. კონკრეტულად კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი IBSU და დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ ექვსი სკოლის თანადამფუძნებლები არიან. ანკარის ზეწოლით, ამ სკოლებში ერთ დღეს თურქი დირექტორები საქართველოს მოქალაქეებით შეცვალეს.
ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეზე, ადემ ონალსა და რექტორ ილიას ჩილოღლუზე კი თურქეთის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული, ანკარა მათ გადაცემას ითხოვს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს. ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, თურქოლოგი ემზარ მაკარაძე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ჩაღლარის ქსელის თურქეთისთვის გადაცემა ან დახურვა საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფა იქნება:
„ვფიქრობ, რომ სხვა სახელმწიფომ თავის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები
თვითონ უნდა შეაფასოს და ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო საკითხებში, მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა, რომ პროცესი საკუთარ ეროვნულ ინტერესზე მოარგოს. თუ ეს ნაბიჯი (სკოლების გადაცემა) ჩვენი მხრიდან გადაიდგა, ეს სამომავლოდ ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება.“
ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის გადარჩენასა და საკუთარი ინტერესების დაცვას საქართველოში თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფეთულა გულენიც ცდილობს.
ამერიკის ხმამ გაარკვია, რომ 2017 წლის 3 და 6 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა, ჯიჰან აქინმა, იუსუფ ალთაშმა, აიჰან არსლანმა და რესულ დიქმენმა, წილების სიმბოლური გასხვისება-გაჩუქების გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად, დემირელის სკოლას სახელიც შეეცვლება და ქართულ-ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენად გარდაიქმნება.
ახალი მეპატრონე ნიუ იორკში დაფუძნებული კომპანია მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისი უნდა გახდეს, რომელსაც მოლაპარაკებებში, აშშ-ს მოქალაქე ზაფერ სუსლუ წარმოადგენდა.
მეორე დღეა, ორივე გარიგება საქართველოს საჯარო რეესტრში „მონაცემების დაზუსტების მოტივით“ გაიჭედა. იუსტიციის სამინისტრო დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
გავლენიანი თურქული გაზეთის, საბაჰის ინფორმაციით კი, რომელსაც პრეზიდენტ ერდოღანის სიძე მართავს, ეს გარიგება არ შედგება, რადგან ზაფერ სუსლუ, თურქეთის მიერ იძებნება, როგორც „გიულენის ტერორისტული ქსელის“ წევრი და ამავე დროს, საქართველოს მხრიდან არის "დადებითი სიგნალები", რომ გიულენის ყველა სკოლა მაარიფის ფონდს, ანუ თურქეთის ხელისუფლებას გადაეცეს.
ამ თემაზე, ამერიკის ხმა ცდილობდა კომენტარის მიღებას დემირელის სკოლა-ლიცეუმიდან, თუმცა დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა საუბარი არ ისურვა. ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორი, ელგუჯა დავითაძე კი ამბობს, რომ შეტევა ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელზე საქართველოში ანკარადან იმართება და ამას თურქეთში არც მალავენ:
„მაქვს ეჭვი, რომ ეს შეტევა ჩვენს სკოლაზე შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. თურქეთის მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს ეს სკოლები და გადაუფორმოს თურქეთის სახელმწიფოს მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს, რომელსაც მაარიფი ჰქვია".
თურქეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრისა და დიდი მეჯლისის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ქართული წარმოშობის, რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის საბჭომ აკრედიტაცია 3 თებერვალს, "თურქულ სექტორთან დაკავშირებული დარღვევის" გამო შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 340 მოსწავლე იძულებულია, შუა სასწავლო პროცესში სხვა სკოლა ეძიოს.
2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა სწორედ შაჰინის სკოლაზე მიიტანა ღია იერიში და თქვა, რომ იქ "ტერორისტებს ზრდიან".
ამ განცხადებიდან 6 თვის თავზე, შაჰინის სკოლა, რომელიც საქართველოს განათლების ბაზარზე 24 წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა, ბოლო დღეებს ითვლის.
სამაგიეროდ, ბათუმში, ამ დრომდე, უპრობლემოდ ფუნქციონირებს 2016 წლის 19 სექტემბერს, გახსნილი თურქული სკოლა, რომელსაც არც მშენებლობის ნებართვა ჰქონდა და არც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის აკრედიტაცია გააჩნია. სწავლა იქ თურქულ ენაზე მიდის და სკოლაც თურქეთის განათლების სამინისტრის ექვემდებარება.
ფეთულა გიულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი. დამფუძნებლები: ამხანაგობა შიმშექი, ალთაში, აქინი - 40%, შპს კონტროლი 60% (აიჰან არსლანი, 50% რესულ დიქმენი 50%);
- სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისი. მფლობელები: იაშარ შიმშექი - 20%, იუსუფ ალთაში -20%, ჯიჰან აქინი - 60%;
- სკოლა-ლიცეუმი სხივი, თბილისი. მფლობელი: დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%;
- ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი; მფლობელი: დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%;
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისი. მფლობელი: დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%;
- რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ბათუმი. მფლობელი: დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%;
- შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი. მფლობელი: დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი - 100%);
- დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, მარნეული. მფლობელი: შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი - 100%.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები