წითელი კუ - 2017 წლის ოსკარზე ნომინირებული ანიმაციური ფილმი
წითელი კუ თავისი ორიგინალური სტილით, ერთ-ერთი გამორჩეული ანიმაციაა მათ შორის, რაც კი ოდესმე გადაუღიათ. იგი 2017 წლის ოსკარზეა ნომინირებული და მას კონკურენციას უწევენ: კუბო: ლეგენდა სამურაიზე, ზოოტოპია, მოანა და ჩემი, როგორც ყაბაყის ცხოვრება.
წითელ კუს განსაკუთრებულობა შესძინა ჰოლანდიელმა ანიმატორმა მაიკლ დუდოკ დე ვიტმა, იაპონური სტუდია Ghibli-ის თანადაფინანსებით.
ანიმაცია მოგვითხრობს მარტივ ამბავს მხატვრული ხერხებით: მასში არ არის დიალოგები, თითქოს არც კი არსებობს ამის საჭიროება, რადგან ყველაფერს ვიგებთ გამოსახულების და მუსიკის საშუალებით. იგი შეიცავს ჯადოსნურ ელემენტებს, თუმცა ადამიანის გამოცდილების საფუძველზეა შექმნილი.
წითელი კუს უკაცრიელი კუნძული
მძვინვარე ქარიშხლის შედეგად დაზიანებული ნავიდან ზღვაში გადავარდნილი მამაკაცი დაუსახლებელ კუნძულზე ამოჰყოფს თავს. ის ცდილობს, იპოვოს ადამიანის არსებობის რაიმე ნიშანი, თუმცა საბოლოოდ აღმოაჩენს, რომ ეს ადგილი უკაცრიელია.
ტროპიკულ კუნძულზე მთავარი გმირის ცხოვრება თანამედროვე მარტოობის სიმბოლოა. იზოლირება და გარე სამყაროსთან გაუცხოება თანამედროვე სამყაროში მხოლოდ კუნძულებზე არ გვხვდება.
თავდაპირველად კუნძულზე აღმოჩენილი მამაკაცი ყველა ხერხს მოსინჯავს, რომ იქაურობა დატოვოს. გაქცევის მცდელობისას ის ზღვაში დიდ წინააღმდეგობას წააწყდება, წითელი კუს სახით.
თუ მულტფილმი ჯერ არ გინახავთ, უსამართლობა იქნება, თუ მის შინაარს თავიდან ბოლომდე მოგიყვებით. ამიტომ, შევჩერდეთ იქ, სადაც წითელი კუ გამოჩნდება.
ამ ანიმაციურ ფილმში ვიზუალური მხარე უმთავრესია
წითელი კუ არის ანიმაცია, რომლის ცქერისას ისვენებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასში საინტერესო არაფერი ხდება. ნამუშევარი ძალიან ამაღელვებელია და მთელი 81 წუთის განმავლობაში ყოველი მომდევნო სცენა წინაზე საინტერესოა. მიუხედავად ამისა, თუ სტანდარტულ თხრობას ხართ მიჩვეული, შეიძლება წითელი კუ თქვენთვის შესაფერისი არ იყოს.
ანიმაციაში გამოყენებული ფერები და ნათელი რეზონანსი მას ემოციურს, ნამდვილსა და ბუნებრივს ხდის. მისი სტილი უფრო მეტად ევროპულია, ვიდრე იაპონური. განსხვავების აღმოსაჩენად საკმარისია ნანახი გქონდეთ თუნდაც ერთი იაპონური მულტფილმი.
წითელი კუ ინტელექტუალურ სავარჯიშოს ჰგავს: ის უამრავი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, თუმცა პირველ რიგში ემოციებზე მოქმედებს. ეს ნამუშევარი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ანიმაციური ფილმი.
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები