ტრამპი მაკკეინზე: ის უკვე დიდი ხანია მარცხდება და აღარ იცის, რა არის გამარჯვება
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატორი ჯონ მაკკეინი იემენის ოპერაციის შესახებ კომენტარის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.
ტრამპმა ტვიტერზე განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინის მიერ იემენში ამერიკის სამხედრო შეტევის წარუმატებელ მისიად მოხსენიება „მტრის გაძლიერებას“ ეხმარება.
„სენატორი მაკკეინი არ უნდა საუბრობდეს მედიასთან მისიის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. ეს მხოლოდ მტერს აძლიერებს. ის უკვე დიდი ხანია მარცხდება და აღარ იცის თუ რა არის გამარჯვება, შეხედეთ იმ არეულობას, რაშიც ჩვენი ქვეყანაა ჩაძირული - ყველგან ჩათრეულნი ვართ კონფლიქტში. ჩვენი გმირი, რაიანი, გამარჯვების მისიაში გარდაიცვალა (გენერალი მატისის თქმით), ეს არ იყო „წარუმატებლობა“. ახლა დროა ამერიკა გახდეს გონიერი და განაგრძოს მოგება!“ - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერზე.
ოთხშაბათს, სენატორმა მაკკეინმა ამერიკის რეიდი ცენტრალურ იემენში, რომელსაც საზღვაო ძალების სპეც-დანიშნულების დანაყოფის ოფიცერი, უილიამ რაიან ოუენსი ემსხვერპლა, შეაფასა როგორც წარუმატებელი. მაკკეინის თქმით, ოპერაცია, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და ქალები შეეწირნენ, და 75 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავის დაკარგვა მოჰყვა, „წარმატებულად ვერ იქნება მიჩნეული“.
თეთრი სახლის პრეს სპიკერმა შონ სპაისერმა ამერიკის სპეცოპერაცია დაიცვა და განაცხადა, რომ იერიშს, სავარაუდოდ, ალ-ქაიდას თოთხმეტი მებრძოლის განადგურება მოჰყვა.
„ეს აბსოლუტური წარმატება იყო და ნებისმიერი, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ზიანს აყენებს რაიან ოუენსის სახელს“, - განაცხადა სპაისერმა.
იემენის იერიში ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. ოთხშაბათს, იემენის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი გადახედავენ შეტევის დეტალებს და უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყანამ ამერიკისგან სპეციალური ოპერაციების შეჩერება მოითხოვა.
„იემენი აგრძელებს აშშ-სთან თანამშრომლობას და განაგრძობს შეთანხმებების შესრულებას“, - აღნიშნა იემენის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულ მალიკ ალ-მახლაფიმ. მან ასევე განაცხადა, რომ ცნობები იმის თაობაზე, რომ იემენმა ამერიკისგან ოპერაციების შეწყვეტა მოითხოვა „არ შეესაბამება სიმართლეს.“
მაკკეინი, რომელიც პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს, ვიეტნამის ომის ვეტერანია. ის 5 წლის მანძილზე სამხედრო ტყვეობაში იმყოფებოდა. 2008 წელს ბარაკ ობამასთან საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემდეგ, მან არიზონაში კიდევ ერთხელ იყარა კენჭი და სენატში ადგილი მოიპოვა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები