ოსკარის პროდიუსერებმა მაიკლ დე ლუკამ და ჯენიფერ ტოდმა დააანონსეს, რომ ყველა, ვინც წლევანდელ ოსკარზე საუკეთესო სიმღერის კატეგორიაშია ნომინირებული, აუცილებლად იმღერებს შოუზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ 89-ე დაჯილდოებაზე აუცილებლად მოვუსმენთ - სტინგს Jim: The James Foley Story-სთვის, ჯასტინ ტიმბერლეიკს, რომელიც საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში წარდგენილია ანიმაციურ ფილმისთვის Trolls, მოვისმენთ ორ სიმღერას ლა ლა ლენდიდან -City of Stars და Audition და ასევე How Far I'll Go-ს ანიმაციური ფილმიდან მოანა.

ოსკარი 2017 წლის 26 თებერვალს ღამის ორ საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია GDS შემოგვთავაზებს.