რა მოხდა მაშინ, როცა შვედეთი 6-საათიან სამუშაო დღეზე გადავიდა?
შვედეთში ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დაწესებულებებში სამუშაო დღის ხანგრძლივობა რვიდან ექვს საათამდე შემცირდა. ექსპერიმენტის პერიოდში დასაქმებულები სრულ ანაზღაურებას იღებდნენ, თუმცა ჩვეულებრივზე ორი საათით ნაკლებს მუშაობდნენ.
ეს ექსპერიმენტი უკვე დასრულდა და ახლა შედეგების გაანალიზების დროა.
26 წლის ემილი ტელანდერი, რომელიც ექთნის ასისტენტად მუშაობს, სიამოვნებით იხსენებს ექვსსაათიანი სამუშაო დღის პერიოდს, რომელიც მისთვის 23 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ის წუხს, რომ ძველ რეჟიმში მოუწევს დაბრუნება.
"ვგრძნობ, რომ ახლა უფრო ვიღლები, ვიდრე მაშინ, როცა ექვსი საათი ვმუშაობდი", - ამბობს ემილი. მისი თქმით, ახლა ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად, ოთხი წლის ქალიშვილისთვის წიგნების წასაკითხად და სხვა საყვარელი საქმეებისთვის უფრო ნაკლები დრო რჩება.
"ექვსსაათიანი სამუშაო დღის პერიოდში მთელი ჯგუფი უფრო მეტად ენერგიული და ბედნიერი იყო", - თქვა ექთნის ასისტენტმა.
ემილი ტელანდერი ერთ-ერთია იმ 70 ასისტენტიდან, რომელსაც ექსპერიმენტისთვის შემოკლებული სამუშაო გრაფიკი შეეხო. ექსპერიმენტი ქალაქ გოტენბურგში ტარდებოდა.
პროდუქტიულობის ზრდა
შემცირებული სამუშაო საათების გამო დაკარგული საათები რომ აენაზღაურებინათ და პაციენტებს ყურადღება არ მოკლებოდათ, სექტორი იძულებული გახდა დამატებითი ექთნები დაესაქმებინა.
ანაზღაურებას იღებდნენ პროექტის დამოუკიდებელი მკვლევარებიც, რომლებიც სწავლობდნენ და აკვირდებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი, რვასაათიანი რეჟიმით აგრძელებდნენ მუშაობას.
კვლევის შედეგები მომავალ თვეში გამოქვეყნდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული ვარაუდები ემილი ტელანდერის არგუმენტებს მნიშვნელოვნად ამყარებს.
ექსპერიმენტის დაწყებიდან პირველ 18 თვეში იმ ექთნებმა, რომლებიც დღეში ექვს საათს მუშაობდნენ, გაცილებით ნაკლები პაციენტი მიიღეს, მაგრამ 85%-ით მეტი აქტივობა განახორციელეს. იმატა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხმა.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პროექტს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. მათი უმეტესობა გამოთქვამდა აზრს, რომ აღნიშნული რეფორმა "წამგებიანი" იქნებოდა.
მაგალითად, შვედეთის მემარჯვენე-ცენტრისტები გოტენბურგის მუნიციპალურ საბჭოს მოუწოდებდნენ, დროზე ადრე შეეწყვიტათ აღნიშნული პროექტი, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უსამართლობა იყო გადასახადის გადამხდელების ფულის გადაყრა ისეთ პროექტებში, რომელთა განხორციელებაც არ იყო ეკონომიკურად მიზანშეწონილი.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა შვედეთის მემარცხენე პარტიისა და გოტენბურგის მუნიციპალური საბჭოს წევრმა, დანიელ ბერნმარმა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება სხვა ქალაქებში ვერ მოხერხდება, რადგან ძალიან ძვირი ჯდება.
მიუხედავად ამისა, ბერნმარი მიიჩნევს, რომ პროექტს დადებითი შედეგებიც აქვს. მისი თქმით, დასაქმდა 17 ადგილობრივი ექთანი, შემცირდა მკურნალობის ხარჯები და სამუშაო კულტურის შესახებ საუბარიც აქტუალური გახდა.
"დღიური სამუშაო საათების შემცირების საკითხი დღის წესრიგში დადგა არა მხოლოდ შვედეთში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ხანგრძლივი სამუშაო საათების გამო ადამიანები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. ჩვენ გამოსავალს ვეძებთ", - ამბობს მემარცხენე პარტიის ლიდერი.
კერძო სექტორის აზრი
კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს აკრიტიკებენ კერძო სექტორში. გოტენბურგში დაარსებული კომპანიის ლიდერი ერიკ გატენჰოლმი მიიჩნევს, რომ დღეში ექვსსაათიანი მუშაობა ბიზნეს-სექტორისთვის არასაკმარისია.
მისმა კომპანიამ ცვლილებები დანერგა, თუმცა შედეგები დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.
"ჩვენ ვცადეთ საათების შემცირება და გვეგონა, რომ ამას დადებითი ეფექტი მოჰყვებოდა, თუმცა შევცდით. ბიზნეს სექტორში უამრავი საქმეა და ყველაფრის მოსასწრებად დრო არის საჭირო. როდესაც სამუშაო საათები არ გყოფნის საქმის დასასრულებლად, ისეთივე განცდა გეუფლება, როგორიც სკოლის დავალებების შეუსრულებლობის დროს", - ამბობს ერიკი
თავისი აზრი გამოთქვა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დოქტორმა არამ სედიგმაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ექვსსაათიან სამუშაო დღეს სხვადასხვა სექტორში სხვადასხვა შედეგები მოაქვს.
"ჩემი აზრით, ეს მეთოდი ყველაზე ეფექტური საავადმყოფოს ტიპის დაწესებულებებში იქნება. ასრულებ შენს მოვალებას და შემდეგ მიდიხარ. ამასთან, მგონია, რომ ექვსსაათიან სამუშაო დღეს აზრი არ ექნება ისეთ ორგანიზაციებში, სადაც ზღვარი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის თითქმის წაშლილია. ასეთ ადგილებში ამგვარი მეთოდი შესაძლოა უფრო სტრესული აღმოჩნდეს, რადგან დასაქმებულებს დაევალებათ იმ სამუშაოს ექვს საათში შესრულება, რომელსაც რვა საათში ასრულებდნენ", - ამბობს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დოქტორი.
როგორც ჩანს, ექვსსაათიანი სამუშაო დღე ეფექტურია ისეთ დაწესებულებებში, სადაც მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ისეთ კომპანიებში კი, სადაც სამუშაო დღე ისედაც რვა საათით არის განსაზღვრული, ასეთი გრაფიკი შესაძლოა დასაქმებულისთვის უსარგებლო, ხოლო დამსაქმებლისთვის წამგებიანი აღმოჩნდეს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები