ჯეოსელის, მაგთისა და ბილაინისთვის, ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი მიუღებელია
მობილური ოპერატორები, ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ცვლილებების შეტანა კანონში, ავტორიზებული პირების ჩართვის გარეშე.
კომპანია ჯეოსელის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირება ავტორიზებული პირების ჩართულობის და მათი მონაწილეობის გარეშე მიუღებელია:
"ჯეოსელის, როგორც საერთაშორისო ჯგუფის (Telia Company) წარმომადგენლის უმთავრეს ფასეულობას წარმოადგენს ადამიანთა უფლებების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა".
ჯეოსელისთვის აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არსებით გავლენას ახდენს კომპანიის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის საქმიანობაზე, ვალდებულებებზე, ფინანსურ და ტექნიკურ შესაძლებლობებზე, მათ შორის, ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც.
კომპანია მაგთიკომისთვისაც პრობლემურია ის, რომ კანონპროექტის შექმნისას, ავტორიზებული პირები პროცესში ჩართულები არ ყოფილან.
"კანონპროექტის საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიუღებლად მიგვაჩნია მისი განხილვა ავტორიზებული პირების მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან კანონპროექტით დაკისრებული მძიმე ვალდებულებების სრულყოფილად აღსრულება შეუძლებელია. სპეც იალისტებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა უნდა გაითვალისწინოს როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკური და ფინანსური ასპექტები".
კომპანია ბილაინის (შპს "მობიტელი") განცხადებით, ფარულ მოსმენა-მიყურადღებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი დასახვეწია და აღნიშნავს რომ არცერთი ავტორიზებული პირი, რომლებსაც უშაულოდ შეეხებათ ასამოქმედებლი კანონპროექტი არ ყოფილან ჩართულები საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებაში.
ბილაინს მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლით და მოხდება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხებზე საბოლოო პოზიციების შეჯერება-შეთანხმება .
სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციაზე ფარულ მიყურადებას, ასევე ფარულ ვიდეო და აუდიო გადაღებას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შემადგენლობაში არსებული უწყება - საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სააგენტო). იგი გუშინ, 30 იანვარს, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ წარადგინა, რასაც ეს შენ გეხებას წარმომადგენლებიც ეწრებოდნენ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები