ერთ-ერთ ინდურ სასწავლებელში ვალენტინობის დღეს უცნაურად აღნიშნავენ: აქ ბიჭი სტუდენტები საყვარელ მსახიობს, უფრო სწორედ კი მის ფოტოს ეთაყვანებიან და შესთხოვენ, უბიწოების დაკარგვის შანსი მიეცეთ.

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს ხე, რომელიც ცნობილი მსახიობის ფოტოსთან ერთად ბუშტებითა და პრეზერვატივებით არის მორთული.

წელს სტუდენტების ფავორიტი დიშა პატანი გახდა, რომელიც ბოლივუდის ერთ-ერთ ბრწყინვალე ვარსკვლავად ითვლება.

სწორედ მას ერგო პატივი და უკვე სახელგანთქმულ ხეს სწორედ მისი ფოტო ამშვენებს.