ამერიკა საქართველოში საბრძოლო მომზადების ახალ ცენტრს ხსნის
საქართველოს ტერიტორიაზე, ევროპაში აშშ-ს არმიის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრის (JMRC) მსგავსი, სასწავლო საბრძოლო ბაზის მშენებლობას, მიმდინარე 2017 წელს ჩაეყრება საფუძველი.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომელმაც გასულ კვირას, JMR ცენტრი გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში მოინახულა და ეს თემა აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესსთან ერთად განიხილა. გუშინ კი ამ საკითხზე უკვე თბილისში, Cubic Global Defense-ს პრეზიდენტ ბრედ ფედმანს შეხვდა.
ჯერჯერობით, ახალი სასწავლო-საბრძოლო ცენტრის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ცენტრი ჰოჰენფელსის JMRC ბაზასთან შედარებით, უფრო მცირე მასშტაბის იქნება. შესაბამისი აღჭურვილობით კი ქართულ მხარეს Cubic Global Defense ჯგუფი მოამარაგებს.
სასწავლო ცენტრის ამოქმედების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს აღარ დასჭირდებათ გერმანიაში გამგზავრება და სამშვიდობო მისიებში გადასროლისწინა მომზადების დასკვნით კურსს უკვე სამშობლოში გაივლიან. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს:
„ვგეგმავთ მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრის მშენებლობას. უკვე წელს ჩაეყრება ამას საფუძველი. ბუნებრივია, ამერიკელი მრჩევლების აქტიურობა, მათი ამ წვრთნებში ჩართულობა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ლაპარაკია ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაზე.“
დღემდე მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე, შეიარაღებული ძალების ბატალიონები გადასროლისწინა ოთხთვიან შუალედურ სწავლებას საქართველოს სამხედრო ბაზებზე: „ალგეთზე“, „კრწანისსა“ და „ვაზიანში“, ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გადიან. ამის შემდეგ კი დასკვნითი ერთთვიანი კურსის დასასრულებლად, ქართული ბატალიონების გერმანიაში, ჰოჰენფელსის JMRC ცენტრში გადასროლა ხდება.
ბავარიის მიწაზე, ამერიკული სამხედრო საწვრთნელი ბაზა მეორე მსოფლიო ომის შემდეგომი პერიოდიდან არსებობს, თუმცა, გაერთიანებულ მრავალეროვან მზადყოფნის ცენტრად მხოლოდ 2005 წლიდან გადაიქცა.
ჰოჰენფელსის საწვრთნელი ბაზა 163 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მოიცავს 1345 საწვრთნელ შენობას, გააჩნია 319 კილომეტრის საწვრთნელ გზა, მათ შორის მძიმე სამხედრო ტექნიკისთვის და მცირე მასშტაბის აეროდრომი.
ავღანეთში ISAF-ის მისიის დაწყების შემდეგ, ჰოჰენფელსის ბაზაზე, იმიტირებული ავღანური ქალაქი გაჩნდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები ავღანეთის მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას ეუფლებიან და სწავლობენ თალიბების საწინააღმდეგო ოპერაციების წარმოებას. ამჟამად, ჰოჰენფელსში, საქართველოს არმიის, მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი იმყოფება.
ავღანეთი JMRC-ის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა. ჰოჰენფელსში მთელი წლის მანძილზე, ამერიკელი ინსტრუქტორების ხელში, ათასობით სხვადასხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურე გადის მზადებას: მათ შორის, ყოფილი საბჭოთა ბლოკიდან: უკრაინელები, ალბანელები, სერბები, სლოვენიელები და მოლდოველები.
ჰოჰენფელსის საწვრთნელი ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტო, რომელიც მინისტრმა იზორიამ საქართველოში მოიწვია, ამბობს, რომ მზად არის მსგავსი საბრძოლო ცენტრის შექმნაში ჩვენ ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს:
„გერმანიაში განთავსებული აშშ-ს მე-7 არმიის წვრთნების სარდლობა მზად არის დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლების სარდლობას საბრძოლო წვრთნების ცენტრის განვითარებაში. მრავალი ჩვენი ოფიცერი, სერჟანტი და ჯარისკაცი მოწადინებულია თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.“
საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სასწავლო-საბრძოლო ცენტრის მშენებლობა „თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ (Readiness Program of Georgian Armed Forces) ნაწილია, რომელზეც შეთანხმება 2016 წლის ივლისში, თბილისში, სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ვიზიტის დროს შედგა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობდა ამერიკელ მრჩევლებს, რომლებიც „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის ჯგუფსა“ (DIB) და „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ჯგუფს“ (GDR) წარმოადგენდნენ. მათ შორის იყო Cubic Global Defense, ეს ჯგუფი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 2003 წლიდან უწევს დახმარებას.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები