ალბათ ბევრჯერ გინახავთ სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები და გიფიქრიათ, რომ კარგი იქნებოდა თბილისი და საქართველოც გადაეღო ვინმეს.

ეს თბილისია - ასე ჩანს ჩვენი დედაქალაქი კოსმოსიდან.

ფოტო: Planet

ფოტო, ამერიკული კომპანია Planet-ის მიერ, 2014 წელსაა გადაღებული.

თბილისის ზედხედი ალბათ ნანახი გექნებათ Google Earth-ის ან Google Maps-ის საშუალებით. თუმცა გუგლის ფოტოები ძირითადად თვითმფრინავებზე, დრონებზე, საჰაერო ბუშტებსა და ფრანებზე დამაგრებული მაღალი რეზოლუციის კამერებითაა გადაღებული.

კომპანია Planet 2010 წელს ნასას ყოფილმა ინჟინრებმა დააარსეს. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ინდოეთის კოსმოსური კვლევების სააგენტოს დახმარებით ორბიტაზე კიდევ 88 თანამგზავრი გაიტანა, რომლებიც ახალ და უფრო მაღალი ხარისხის ფოტოებს გადაუღებენ ჩვენს პლანეტას.