აღმასრულებელი საბჭო: თუ GPB-ის რეიტინგი არ გაიზარდა, უნდა დადგეს დირექტორის ნდობის საკითხი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას არხების რეიტინგის ზრდასა და ხარისხის კონტროლს უკავშირებს და მაუწყებლის განვითარების ხედვას სწორედ ამ ნაწილზე დაყრდნობით ავითარებს. არხის აღმასრულებელ საბჭოში გენერალური დირექტორი - ვასილ მაღლაფერიძე, მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი - გიორგი გვიმრაძე, მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი - თიკო ბერძენიშვილი, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი - ელენა მიხაელოვა და დირექტორის ორი მრჩეველი ია ანთაძე და ნოდარ ჭიჭინაძე შედიან. მათ სამეურვეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი სამოქმედო გეგმის ძირითადი პუნქტები დღეს, 15 თებერვალს გაავრცელეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს მიაჩნია, რომ ორგანიზაციის რეფორმას საფუძვლად უნდა დაედოს შემდეგი სამი პრინციპი:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს და სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილ პრიორიტეტებს. მაუწყებელი მუდმივად ორიენტირებულია რეიტინგზე და კერძო მაუწყებლებთან კონსერვაციაში შედის;
- პირველი არხის რეიტინგი გაიზარდება 15 პროცენტამდე, რაც აისახება მაუწყებლის დებულებაშიც;
- მაუწყებლის რეიტინგის ზრდის პუნქტის ვერ შესრულების შემთხვევაში, სამეურვეო საბჭომ უნდა დააყენოს გენერალური დირექტორისა და ბლოკის დირექტორების მიმართ ნდობის საკითხი;
ამ პრინციპებიდან გამომდინარე, არხის აღმასრულებელი საბჭო მიიჩნევს, რომ:
- მაუწყებელი ორიენტირებული იქნება მაყურებლის ინტერესისა და რაოდენობის ზრდაზე;
- მკაფიო ინდიკატორით და არა სუბიექტური მოსაზრებებით გადაწყდება, რომელი გადაცემა დარჩება ეთერში და რომელი - შეჩერდება;
- 2018 წლიდან ბადეს დაემატება კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები და ყოველი სატელევიზიო სეზონის ბოლოს ყველა გადაცემა შეფასდება შეთანხმებული ინდიკატორით;
- რადიოს ახალი კონცეფციის შესამუშავებლად ჩატარდება სამუშაო შეხვედრები, ფოკუს-ჯგუფი და სხვა კვლევები. საზოგადოებრივი რადიოს განვითარება დაეფუძნება იმავე პრინციპებს, რა პრინციპების მიხედვითაც განვითარდება საზოგადოებრივი ტელევიზია.
„სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ არსებობდა არც საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის და არც კონკრეტული გადაცემების შეფასების მკაფიო კრიტერიუმები, აღმასრულებელმა საბჭომ თავიდანვე უარი თქვა გადაცემებთან დაკავშირებით სუბიექტური მოსაზრებებით გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, სამართლიანობას, კონსენსუსს და თანამშრომელთა უფლებების დაცვას,“ - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები