სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე რუსთავი 2-თან განცხადებას აკეთებს, რომ პატრარქის უსაფრთხოების დასაცავად, იგი პრევენციული მიზნით ჩავიდა გერმანიაში:

"თავისთავად ფაქტი, რომ ადამიანი დაკავებულია არაკანონიერი მომწამვლელი საშუალებით, რომელიც აპირებს გამოემგზავროს გერმანიაში, თავისთავად სიგნალია და ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ, ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეშვა თუნდაც მინიმალური შანსი. იყო თუ არა საფრთხე, მაშინ არავითარი ამის გარანტია არ მქონდა".

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი, გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პროკურორს არ უხსენებია პატრიარის მკველობის მომზადება. მისივე თქმით, არც ის დადგენილა გამოძიებით, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა.